თამარ მეფის ორდენის ისტორია


პირველი მსოფლიო ომის დროს რუსული ძალოვანი სტრუქტურების შესუსტების მიზნით, ბერლინში მოქმედებდა ქართული ეროვნული ლეგიონი თავადიშვილთა გიორგი მაჩაბელისა და მიხეილ წერეთლის მეთაურობით,  რომელმაც 1915  წელს შექმნა 1200 კაციანი არმია თურქეთის დამხმარე ძალებთან ერთად ამიერკავკასიის დასალაშქრად. არმიას გენერალ ლეო კერესელიძე მეთაურობდა.  თვალსაჩინო სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა,  რომელიც ასევე სათავეში ედგა ემიგრაციაში მყოფ ქართულ პატრიოტულ ორგანიზაციას.

ქართული ჯარის შემართებისა და გმირული თავდადების პატივისცემის ნიშნად ქართული ლეგიონის მიერ დაარსდა თამარ მეფის სახელობის ლეგიონის ორდენი,  რომელიც ძირითდად გადაეცემოდათ საქართველოს დამოუკიდებოლობისთვის თავდადებულ მებრძოლებს.  ამ ორდენით აჯიდლოვებდნენ არა მარტო სამხედრო, არამედ გამორჩეულ საერო პირებსაც. თავად ჯილდოს პროექტის ავტორი გერმანელი ლეიტენანტი, ჰორსტ შლაუბჰოკსა. ორდენის ბაფთა შეიცავდა იმ ეპოქის ეროვნულ ფერებს: წითელსა და შავს.

ეს ჯილდო პირველად გამოყოფილი იქნა დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის მიერ 1918 წელს, რომელიც აღიარებულ იქნა როგორც ღირსების ორდენი. კომუნისტების დროს იგი გაუქმნდა,  მაგრამ იმდენად არსებითი იყო მისი ეროვნული მნიშვნელობა,  რომ მისმა უმაღლესობამ,  ბატონიშვილმა ირაკლიმ, “ქართული პატრიოტული ორგანიზაციის” თხოვნის გათვალისწინებით,  აღადგინა იგი და მამამისთან, ბატონიშვილ გიორგი XII-თან შეთანხმებით, რომელიც 1942 წელს ქართული სამეფო სახლის იმდროინდელი მეთაური იყო, თავი ორდენის დიდ მაგისტრად გამოაცხადა.
ქართული დიასპორისა და ევროპის სამეფო სახლის რამდენიმე წევრმა,  მათ შორის რუსეთის საიმპერატორო კარის მეთაურმა მისმა იმპერატორულმა უმაღლესობამ,  ვლადიმიერ კირილეს ძე რომანოვმა და სევილიის ბორბონთა სამეფო სახლის უფროსმა,  დონ ფრანსისკო დე ბორბონ ი ბორბონმა,  ბატონიშვილი ირაკლი ბაგრატიონის სამეფო ღირსება სცნეს და იგი ქართული სამეფო სახლის მეთაურად აღიარეს.  ბატონიშვილ ირაკლის გარდაცვალების შემდეგ,  მისმა ვაჟმა გიორგი XIII-მ გარემოებიდან გამომდინარე თავი შეიკავა ორდენის უფლებამოსილებით აღჭურვისაგან და ამ თვალსაზრისით აქტიურობა არ გამოუჩენია.

თავად ორდენის სახელწოდება დაკავშირებულია 1169  წელს დაბადებულ წმინდა თამარ მეფის სახელთან,  რომელიც მეფე გიორგი III-ისა და ბურდუხანის ქალიშვილი გახლდათ. თამარის ახალგაზრდობის წლები დაემთხვა თავადაზნაურთა აჯანყებას,  რომელნიც ცდილობდნენ მამამისის ტახტიდან გადაყენებას და მისი ბიძაშვილის დავით V-ის გამეფებას. 1178 წელს, აჯანყებულთა დამორჩილების შემდეგ, რომელთაც იოანე ორბელი მეთაურობდა, მეფე გიორგიმ თავისი ქალიშვილი თანამოსაყრდრედ გამოაცხადა.  გიორგი III-ს გარდაცვალების შემდეგ წმინდა თამარი ქუთაისის მახლობლად,  გელათის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მეფედ.  თავადები ბევრს ეცადნენ რომ უკანონობაში ემხილებინათ იგი. მაგრამ თამარ მეფის,  იქვე მყოფი მისი დეიდის დედოფალ რუსუდანისა და მისი უწმინდესობის კათოლიკოს პატრიარქის მიქაელ IV  სათანადო ენერგიული რეაგირება გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თამარ მეფის ლეგიტიმურობის საკითხი მეტი აღარ წამოჭრილიყო.  გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა წმინდა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო კიევის მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის შვილი იური (გიორგი).  ისინი თამარის დაუყოვნებლივ შეუღლებას დინასტიის გამგრძელებლის აუცილებლობით ხსნიდნენ,  თუმცა ეს ქორწინება კრახით დასრულდა.  ამასობაში წმინდა თამარ მეფემ თანდათან განიმტკიცა პოზიციები და დაუახლოვდა სამეფო კარზე მყოფ თავადაზნაურებს,  მათ შორის განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდა ზაქარია მხარგრძელთან,  რომელიც წარმომავლობით სომხური ოჯახიდან იყო.

1187 წელს, თავადაზნაურთა საბჭო რჩევით თამარ მეფემ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო,  მისი პირველი მეუღლე კი ქვეყნიდან განიდევნა. მან მალევე იქორწინა დავით სოსლანსზე,  რამაც თავისმხვრივ მისი პირველი მეუღლის აჯანყება გამოიწვია.  მიუხედეავ იმისა,  რომ მეამბოხეს მუსულმანური საზღვრებიდან ზურგს უმაგრებდნენ ადგილობრივი ფეოდალები,  აჯანყება მალევე იქნა ჩახშული.  დავით სოსლანი თამარ მეფის პოლიტიკის მტკიცე მატარებელი იყო და ამასთან ერთად ჩინებული მხედართმთავარიც. 1190  წლიდან თამარ მეფე,  დავით სოსლანის მეთაურობით შეუდგა მოსაზღვრე სამთავროების დალაშქვრას.  ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანელი ათაბეგის აბუ ბაქრის არმიაზე. 1199  წელს ქართულმა ლაშქარმა ძმები მხარგრძელების თაოსანობით შემოიერთა მუსულმანური წარმოშობის სომხური თემები.

თამარ მეფის არმიის მუდმივი გამარჯვებებით შეშფოთებულმა რუმის სულთანმა სულეიმან II-მ, შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და ქართულ მხარეზე დიდი თავდასხმა მოაწყობა.  მაგრამ 1204  წელს ბასიანის ველზე მომხდარი ბრძოლა,  რომელსაც დავით სოსლანი მეთაურობდა,  ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.  ამის შემდგომ, 1206 წელს ძმები მხარგრძლები იღებენ კარსს.  ორი წლით ადრე დაარსდა ტრაბზონის იმპერია რომლის შექმნაც თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული.  ენათესავებოდა რა მისი დამაარსებლების,  კომნენოსების დინასტიას,  მან სხვადასხვა დიპლომატიური საშუალებებითა და ძლიერი შეიარაღების გამოყოფით დიდად დაეხმარა ახლადშექმნილ იმპერიას.  ქართული სამეფოს არეალის გაფართოება კი ყოვლადცნობილი ფაქტი გახლდათ.

 მართლაც,  უნდა ითქვას რომ წმინდა თამარის მეფობის დროს საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერის და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ეს ეპოქა ოქროს ხანის სახელით შევიდა ისტორიაში. წმინა თამარს კი შემდეგი ტიტული მიენიჭა: “მეფეთ მეფე და დედოფალთა დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი,  დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა,  მესიის მოვლენილი”. 

მისი სახელი ასევე დაკავშირებულია ყველა დროის თვალსალჩინო პოეტის, ცნობილი ეპიკური ნაწარმოების “ვეფხის ტყაოსნის”,  შოთა რუსთაველის სახელთან. რუსთაველი თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი გახლდათ და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის რამოდენიმე ფრესკის ავტორიც.  ბევრნი თვლიან,  რომ მონასტრის ერთერთ სვეტზე აღბეჭდილი ფრესკა მისი ავტოპორტრეტია.  რუსთაველის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. უცნობია მისი დაბადებისა თუ გარდაცვალების ზუსტი თარიღიც.

სიტყვა რუსთაველი ქალაქ რუსთავიდან მომდინარეს ნიშნავს,  ან რუსთავში მცხოვრებს.  ეს ქალაქი საქართველოს სამხრეთით,  მესხეთში მდებარეობდა.  რაც შეეხება მის ნაწარმოებს, “ვეფხის ტყაოსანს”,  იგი მრავალ ენაზე ითარგმნა.  პირველად დაიბეჭდა 1712  წელს ქ.  თბილისში. საქართველოში დაწერილ უძველეს ხელნაწერთა შორის “ვეფხის ტყაოსნის”  ხელნაწერს განსაკუთრებული ადგილი უკავია.  წმინდა თამარ მეფე გარდაიცვალა 1213  წელს.  ტახტზე მისი ვაჟი გიორგი ავიდა რომელიც მაშინ 18 წლისა იყო.

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა.  უთვალავია მისი ღირსებანი: იგი სიმდაბლით, სიმშვიდით, სიბრძნით, სულიერებით, მოყვასის სიყვარულით, სილამაზით გამოირჩეოდა.

წმინდა თამარმა ეკლესიიის წიაღში არსებულ არეულობასაც მოუღო ბოლო.  კრება მოიწვია, რათა წესრიგი დაემყარებინა ეკლესიური იერარქიის იმ უღირს წარმომდგენელელთა შორის, რომელნიც მას დისკრედიტირებულად მიიჩნევდნენ.

“მეფეთმეფე თამარმა”,  როგორც მას თანამედროვენი მოიხსენiებდნენ,  მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა ქართული ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას, რომელმაც უცვლელად მოაღწია დღევანდელ დღემდე. ამ ისტორიულ ქმედებათა უკვდავსაყოფად, მისმა სამეფო უმაღლესობამ, დავით ბაგრატიონმა იგი კვლავ “საქართველოს სამეფო სახლის რაინდული მემკვიდრეობის” განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა, შეადგინა რა ახალი კონსტიტუციური წერილი და რამოდენიმე საპატიო წოდება მიანიჭა მას.