საქართველოს არწივის ორდენის ისტორია


საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს უკერველი კვართის ორდენი საქართველოს სამეფო სახლის ოჯახური დინასტიის დადგენილებაა, რომელიც თავისმხვირვ წმინდა თამარ მეფის მიერ იქნა დაარსებული (1184-1213). მისი როგორც სამეფო სახლის მთავარი ორდენის სტატუსით აღდგენა მოხდა 1939 წელს საქართველოს სამეფო სახლის ახლანდელი მეთაურის ბაბუის, მისი სამეფო უმაღლესობის, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ.
წმინდა თამარ მეფემ ღირსების ორდენის კავალერია შექმნა ტრაბზონის იმპერიის დასახმარებლად, ხოლო სიმბოლოებად მაცხოვრის კვართი და არწივის გამოსახულება გამოჰყო, რაც ტრაბზონული იმპერიის ჰერალდიკურ ემბლემას წარმოადგენდა. ორდენში გამოსახული წმინდა კვართი მაცხოვარს ჯვარცმისას ეცვა. გადმოცემით კვართზე რომაელმა ჯარისკაცებმა წილი ჰყარეს რომლის შედეგად იგი საქართველოში იქნა ჩამოტანილი  და სვეტიცხოვლის ტაძარში დამარხული, იქ სადაც მეფე დავითის რელიქვიები იმყოფებოდა.
საქართველოს სამეფო პირველია გაქრისტიანებულ ქვეყანათა შორის. შესაბამისად მისი სამეფო სახლიც უძველესია მთელს საქრისტიანოში.  მათი წარმომომავლობა სათავეს იღებს წმინდა იოსების ძმასთან. იგი თავისმხვრივ  გოლიათის დამამარცხებელი დავით მეფის, და ბრძენთა ბრძენი მეფე სოლომონის შთამომავალი იყო, რომლის სიმბოლური ნიშნები საქართველოს სამეფო სახლის ჰერალდიკურ გერბზეა წარმოდგენილი.
მართლაც ძალიან მჭიდრო იყო კავშირი საქართველოს სამეფო სახლისა და სახარებისეულ გადმოცემათა შორის. ასე მაგალითად, XII ს-ში წმინდა თამარ მეფისთვის იმდენად ძლიერი იყო ამ წარმომავლობის შეგრძნება, რომ  წითელი პარასკევი ოჯახურ სამგლოვიარო დღედ  ჰქონდა აღქმული. ქართველი ხალხის გმირული საქმეები ყოველთვის საქვეყნოდ იყო აღიარებული.  ჯერ კიდევ პირველი ჯვაროსნული მსვლელობებისას ცნობილია რომ ქართველები პირველნი აღმოჩნდნენ ვინც იერუსალიმში შევიდნენ და ქართული მონასტერი დააარსეს.
1942 წელს, მისი სამეფო  უმაღლესობა, ბატონიშვილი ირაკლი ბაგრატიონი ქართველი ემგირაციის მიერ არჩეულ იქნა “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯოდმარედ, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ ზურაბ ავალიშვილი, მიხეილ წერეთელი, გრიგოლ რობაქიძე, კიტა ჩხენკელი, შალვა მაღლაკელიძე, შალვა ამირეჯიბი, სპირიდონ კედია, მარკოზ ტუღუში, გიორგი კვინიკაძე, ლეო კერესელიძე, რევაზ გაბაშვილი, დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ასათიანი, სიმონ ციციშვილი და მრავალი სხვა. გაერთიანება მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და კონსტიტუციური მონარქიის გამოცხადებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ ტოტალიტარული ეპოქის პოლიტიკური ბერკეტისთვის, მათ მიერ მიზნად დასახული კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის გაერთიანების პროგრამაში მათი ხსენება წარმოადგენდა დამოუკიდებელი, ეროვნული და დემოკრატიული მნიშვენლობის მატარებელი იდეოლოგიური პოზიციის გამოხატულებას.
1940 წლის 20 ივნისს ბატონიშვილმა ირაკლი ბაგრატიონმა იქორწინა იტალიელი კოსტაფიორეტის გრაფის უგო პასკვინის ქალიშვილზე მარია ანტუანეტა პასკვინიზე, რომელიც დაიბადა 1911 წლის 26 აპრილს სან ანჯელოში და გარდაიცვალა 1944 წლის 22 თებერვალს. მისი სრული ტიტულია კოსტაფიორეტის გრაფინია და ნობილე დონა ენრიკეტა გასტალდი. ამ ქორწინების შედეგად გაჩნდა ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი. მეორედ იგი დაქორწინდა ესპანეთის ინფანტაზე, მის სამეფო უმაღლესობაზე, პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ტერესა მარიდა დე ლა პას დე ტოდოს ლოს სანტოს ფრანსისკა დე ბორხა დე ბავიერა ი ბურბონზე,  რომელიც  ქ. მადრიდში 1911 წლის 3 ოქტომბერს დაიბადა და გარდაიცვალა ამავე ქალაქში 1953 წლის 11 სექტემბერს. ამ შეუღლების შედეგად ბატონიშვილ ირაკლის ეყოლა  შვილები მარიამ დე ლა პასი და ბაგრატი.
ნიშანდობლივია, რომ მისმა სამეფო უმაღლესობამ, ირაკლი ბაგრატიონმა უარი თქვა სხვა ორდენის მეთაურობაზე, კერძოდ წმინდა თამარ მეფის ორდენისა, რომელიც ქართული ლეგიონის მიერ 1915 წელს იქნა დაარსებული და მოქმედებდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს 1918 წელს ხანმოკლე დამოუკიდებლობის აღდგენის განმავლობაში, რომელიც საბჭოთა ოკუპაციისთანავე გაუქმებულ იქნა. ამით ბატონიშვილმა ირაკლიმ  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არწივის ორდენის ეროვნულ მნიშვნელობას, რომელიც მრავალწლიანი უმოქმედობის შემდეგ დინასტიის ახლანდელი მეთურის მიერ იქნა განახლებული.
1977 წელს ბატონიშვილ ირაკლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ გამოცხადდა მისი უფროსი ვაჟი, მისი სამეფო უმაღლესობა, გიორგი ბაგრატიონი, რომელმაც შემდეგი დინასტიური პოლიტიკა გაატარა: მან სიფრთხილე გამოიჩინა და გადაწყვიტა ორდენები ოჯახურ წრეშივე დარჩენილიყო. 2001 წლიდან კი განაახლა მათი გადაცემა ღირსეული ქმედებების დასაჯილდოებლად. 2003 წელს ჩამოყალიბდა ახალი კონსტიტუციული დადგენილება,  სადაც დაწესდა ორდენის გადაცემის ახალი ნორმატივები, რომელიც დღესაც მოქმედებს. მის სამეფო უმაღლესობას თავიდანვე სურდა, ეს ორდენი ქართველი ხალხის გაერთიანების ერთგვარი საშუალება ყოფილიყო.
ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი ემიგრაციაში ყოფნისას ესპანეთის მოქალაქეობას ატარებდა ვინაიდან  ექვსი თვიდან ესპანეთში ცხოვრობდა. 1982 წელს განაგებდა საზოგადოებრივ ურთიერთობებს როგორც “ფიატ-ლანჩას ესპანია” -ს გენერალური ასისტენტი. იგი ორჯერ დაქორწინდა.  პირველად დონია მერსედეს სორნოსა ი პონსე დე ლეონზე, ვისგანაც ეყოლა შვილები: მარია, ირაკლი და დავითი. ხოლო მეორედ შეუღლდა ქ-ნ ნურია ლოპის ოლიარტზე, ვისგანაც გაუჩნდა მესამე ვაჟი, უგო.
1995 წელს ბატონიშვილმა გიორგი ბაგრატიონმა თავისი ბებიისა და ბაბუის, ბატონიშვილების გიორგი და ელენე ბაგრატიონების ნეშტი გადმოასვენა საქართველოში.დელეგაციას თან ახლდნენ მისი დეიდა, მთავრინა ლეონიდა, დეიდაშვილი რუსეთის მთავრინა მარია რომანოვა თავის ვაჟთან, გიორგი ცარევიჩთან ერთად. წინაპრების ნეშტი სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს, ხოლო პანაშვიდი აღასრულა მისმა უწმინდესობამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიღებისას ბატონიშვილ გიორგი ბაგრატიონს შემდეგი სიტყვით მიმართა: ბატონიშვილო, კეთილი იყოს თქვენს სახლში მობრძანება. ჩვენ სწორედ სამეფო ოჯახი გვჭირდება ქვეყნის გასაერთიანებლადო.
მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი საქართველოს სამეფო სახლისა და ტახტის მემკვიდრედ იქნა აღიარებული და საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ არსებული სამი საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნა რატიფიცირებული. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა კი სამეფო ოჯახის ქართული მოქალაქეობა და სამეფო წარმომავლობა დოკუმენტურად დაადასტურა, გადასცა რა პირადობის დამადასტურებელი ქართული მოწმობა და პასპორტი.
მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი 2005 წელს საქართველოში ჩამოვიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა როგორც უფლებამოსილი მეფე, გიორგი XVIII. იგი გარდაიცვალა 2008 წლის 16 იანვარს.
საქართველოში, მიუხედავად რუსული ოკუპაციის ორასწლიანი არსებობისა, ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო სტატუსი ეჭვის ქვეშ არასოდეს არავის დაუყენებია.
მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილი გიორგის დიდი მაგისტრატობის დროს, ორდენში სამეფო წარმომავლობისა და წარჩინებულთა მრავალი მნიშვნელოვანი ფიგურა გაწევრიანდა. ბატონიშვილი გიორგის გარდაცვალების შემდეგ მისივე სურვილით ორდენის დიდ მაგისტრად  მისი ვაჟი, მისი სამეფო უმაღლესობა,  უფლისწული დავითი დადგინდა, რომელიც აგრძელებს რა ქართულ მემკვიდრეობით ტრადიციას, სამეფო სახლის მემკვიდრედაა გამოცხადებული, ვინაიდან ბატონიშვილმა გიორგიმ თავის შვილთა შორის სწორედ ის ჩათვალა შესაფერის მეთაურად.
2007 წლის 15 ნოემბერს, როდესაც ბატონიშვილი გიორგი ჯერ კიდევ ცოცხალი გახლდათ, მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიტყვით გამოვიდა სადაც წამოაყენა საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეა. ამ გამოსვლას პარლამენტშიც ჰქონდა გამოხმაურება, სადაც განხილულ იქნა პატრიარქის შემოთავაზება, და მონარქიის აღდგენის იდეა კენჭის ყრის შედეგად 108 ხმიდან, 102 ხმით იქნა აპრობირებული. თავად ბატონიშვილმა გიორგიმ განაცხადა, რომ ამ ტვირთს მისი ვაჟი უფლისწული დავითი იკისრებს, რომელიც მისი უწმინდესობის, პატრიარქის ზედამხედველობით აღიზრდება და ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას კარგად იცნობს. აქვე უნდა ითქვას რომ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ღირსების ორდენის წევრიცაა და დიდი გულსაკიდის მატარებელი.
ერთი სიტყვით, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გარემოება კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას დროებით აფერხებს.  მაგრამ საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს უკერველი კვართის ორდენი სავსეა ღირსეული კავალერიისა და ქალბატონების შემადგენლობით, რომელნიც უჭერენ მხარს მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილ დავით ბაგრატიონის კანონიერ მისწრაფებას.
მაშინ როდესაც დიდი მაგისტრის ტიტულს ბატონიშვილი ირაკლი ატარებდა, ორდენის ერთერთი კავალერი იყო მისი სიძე, რუსეთის დიდი მთავარი ვლადიმირ კირილოვიჩ რომანოვი. ასევე იტალიის მეფე უმბერტო; ბულგარეთის მეფე ბორისი; ინფანტი დონ ხაიმე დე ბურბონი; ანჟუისა და სეგოვიის ჰერცოგი, მისი სამეფო იმპერიალური აღმატებულება, დონ კარლოს დე ჰაბსბურგ-ლორენა ი ბურბონი; ამ უკანასკნელის ძმა, მისი სამეფო იმპერიალური აღმატებულება, დონ ფრანსისკო ხოსე დე ჰაბსნურგ-ლორენა ი ბურბონი; მისი სამეფო აღმატებულება რუმინეთის პრინცი ნიკოლასი; სევილიის ბურბონთა სახლის მეთაური, დონ ფრანსისკო დე ბურბონ  ი ბურბონი (რომელიც დიდი ხნის მანძილზე კანცლერი გახლდათ) და მრავალი სხვა.
აქვე უნდა ითქვას რომ, ბატონიშვილმა გიორგი ბაგრატიონმა, დღევანდელი ეპოქის გათვალიწინებით, გადაწყვიტა ორდენის დადგენილებაში დამატების შეტანა, რაც ძალაში შევიდა 2003 წლის 23 ნოემბერს შედგენილი ოფიციალური წერილის მეშვეობით. აღნიშნულ წერილში წარმოდგენილია თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრა ძველი წესდების მოდიფიკაცია დღევანდელობასთან მიმართებაში. მისმა სამეფო უმაღლესობამ, უფლისწულმა დავითმა მაგისტრთა დიდი საბჭოსა და მამამისის მიერ გადმოცემული წერილის რატიფიცირება მოახდინა.
ორდენი ყველა ქვეყანაში არსებული  მოქმედი კანონმდებლობის ფარგლების შესაბამისად ე.წ. რექტორატებად იქნა დანაწევრებული. ასევე შეიცვალა დიპლომების სახე, რომელიც ადრე ფრანგულ ენაზე გამოიცეოდა, ახლა კი ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენაზეა წარმოდგენილი.
ორდენში გაწევრიანებისათვის აუცილებელი პირობაა ქრისტეს სჯულის ტარება,  დახვეწილი ზნე-ჩვეულების ქონა და საქართველოსა და მონარქიის მიმართ ერთგულების გამოხატულება.
მისი სამეფო უმაღლესობის, უფლისწული დავითის ორდენის დიდ მაგისტრად წოდების შემდეგ, ორდენს ახალი იმპულსი მიეცა, გაიხსნა რა ახალი რექტორატები სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე, სადაც მრავალი წარჩინებული კავალერი წევრიანდება.
იგი წარმოადგენს საქართველოს სამეფო სახლზე დამოკიდებულ დინასტიურ ორდენს, რომელიც 5 კატეგორიითაა დახარისხებული: კავალერი, კომანდორი, უფროსი ოფიცერი, დიდი ჯვარი, დიდი გულსაკიდი. აღნიშნული ორდენით არა მხოლოდ სამეფო სახლის ოჯახის წევრები ჯილდოვდებიან, არამედ დიდი მაგისტრის მიერ დასახელებული ნემისმიერი ადამიანი რომელსაც ქართული ეროვნული განვითარების საქმეში განსაკუთრებული მონაწილეობა აქვს მიღებული.
წარჩინების მთავარ მედალს წარმოადგენს დიდი გულსაკიდი, რომლის ნაკეთობა  არწივის, ჯვრისა და კვართის გამოსახულებებით, მთლიანად ოქროშია შესრულებული. ამ ორნამენტირებულ ჯაჭვს ზურმუხტის თვლებით მოფენილი ოქროს მეწამული ჯვარი ამშვენებს, ხოლო ცენტრალური ნაწილი ქართული არწივის გამოსახულებას უკავია, რომელზეც მეწამული ქრისტეს თეთრი კვართია წარმოდგენილი. ჯვრის ზემოთ მოთავსებულია სამეფო გვირგვინი. დიდი ჯვრის მედალი მოოქროვილი სხივების ფონზეა შესრულებული, ხოლო საორდენო ლენტა ¨მოარეს ბროწეულისფერისაა. უფროსი ოფიცრის წარჩინების მედალი ოქროსა და ვერცხლის სხივებითაა შესრულებული, კომანდორის- მხოლოდ ვერცხლის სხივებით. კავალერის წარჩინების ორდენს სხივები არ გააჩნია. აღნიშნულ ორდენს ნიჟარის ფორმა აქვს. მასზე გვირგვინით შემოსილი ჯვარია წარმოდგენილი, რომელიც წითელ ლენტაზე ჰკიდია. ჰერალდიკური წესის მიხედვით, დიდი გულსაკიდისა და დიდი ჯვრის კავალრებს შეუძლიათ პირადი მედლები დიდ გულსაკიდთან ერთად ატარონ.