ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართულ ხელოვნების სასახლეს 16 უნიკალური ისტორიული დოკუმენტი უსახსოვრა

ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ქართულ ხელოვნების სასახლეს 16 უნიკალური ისტორიული დოკუმენტი უსახსოვრა. ეს დოკუმენტები ორი ბრიტანელი მონარქის, ჰენრი VIII (1509-1547) და ელისაბედ I (1558-1603) პირადი მიმოწერაა. ხსენებული მონარქები დიდ ინტერესს იჩენდნენ იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობით. შესაბამისად მათ მიერ კონსტანტინოპოლში მივლენილ ელჩებს სთხოვდნენ, რომ მაქსიმალური სიზუსტით აღეწერათ ქართლ-კახეთსა და სამეგრელოში მიმდინარე მოვლენები. ნაწილი წერილებისა დაწერილია ლათინურ ენაზე, ნაწილი კი - ინგლისურად. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარისათვის ამ წერილების არსებობა აქამდე უცნობი იყო.

პროექტი ფონდ ”ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება. წერილების საქართველოსთვის გადმოცემას საქართველოს ელჩი ირლანდიის რესპუბლიკაში, მისი ბრწყინვალება გიორგი ზურაბიშვილი, საელჩოს წარმომადგენელი ნათია კალანდია და საქართველოს სამეფო სახლის ირლანდიური  რექტორატი კურირებენ.

2013 წელს მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა. მან საქართველოსადმი მიძღვნილი ხელნაწერები დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ამ წერილების ნაწილი მაინც საქართველოს დაუბრუნდებოდა.




Share :