მისი სამეფო უმაღლესობა ალექსანდრე კარაჯორჯევიჩი სერბეთში საქართველოს არწივის ორდენის რექტორი ოპლენაცის ტაძარში დაკრძალეს

მისი სამეფო უმაღლესობა ალექსანდრე კარაჯორჯევიჩი დღეს ოპლენაცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში იქნა დაკრძალული. დაკრძალვის ცერემონიალს სუმადიას ეპისკოპოსი, იოანე და ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპისკოპოსი,  ირინეი (საქართველოს არწივის ორდენის პროტექტორი და სულიერი მრჩეველი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში) გაუძღვნენ. ცერემონიალი ადგილობრივი დროით 10:30 წუთზე შედგა.

დაკრძალვას ესწრებოდნენ: მისი სამეფო უმაღლესობა სერბეტის ტახტის მემკვიდრე უფლისწული ალექსანდრე,  პრინცესა კატერინა, უფლისწული პეტრე, (ალექსანდრე კარაჯორჯევიჩის ნათლული) და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ბატონი ტომისლავ ნიკოლიჩი.

უფლისწული ალექსანდრე, იუგოსლავიის რეგენტ  პავლესი და საბერძნეთის და დანიის პრინცესა ოლგას შვილი იყო. ის 1924 წლის 13 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ვაით ლოჯში დაიბადა. მ.ს.უ. ალექსანდრე იყო კარაჯორჯის, რომანოვების საიმპერატორო ოჯახის, სან-დონატოს დემიდოვთა ხაზის და საბერძნეთისა და დანიის მეფეების შთამომავალი.

შესაბამისად მისი სამეფო უმაღლესობა არა მხოლოდ სერბული სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო, არამედ მას ნათესაური კავშირი ქონდა იტალიის, რუსეთის, საბერძნეთის, დანიის, ბელგიის, მონტენეგროს, საფრანგეთის, ავსტრიის, პრუსიის, ლიხტენშტეინის, მეკლენბურგ-შვერინისა და საქსონიის სამეფო დინასტიებთან.

ეტონში სწავლის დასრულების შემდეგ, უფლისწული ალექსანდრე სამეფო სამხედრო-საჰარო ძალებში მოხალისედ ჩაეწერა. მეორე მსოფლიო ომში მისი საბრძოლო გაფრენები 1000 საათზე მეტს ითვლის. ომის შემდეგ ის პარიზში დასახლდა. მისი წერილები პრესაში იბეჭდებოდა, ხოლო მისი ინტერვიუები ოთხ წიგნად გამოიცა.

მ.ს.უ.  ალექსანდრე კარაჯორჯევიჩი იყო სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მართლმადიდებლური მონარქიის კვლევითი ცენტრის მფარველი და საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს უკერველი კვართის ორდენის რექტორი.




Share :