უფლისწულმა დავითმა მისი სამეფო უმაღლესობის დომ დუარტე პიოს დაბადების დღის აღსანიშნავად სტუმარი ვახშამზე დაპატიჟა

მისი სამეფო უმაღლესობა, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, უფლისწული დავითი თავის სტუმარს, პორტუგალიიის სამეფო სახლის მეთაურს, ბრაგანცას ჰერცოგს, დომ დუარტე პიოს საზეიმო ვახშამით გაუმასპინძლდა.
შეგახსენებთ, რომ ბრაგანცას ჰერცოგი ახლახანს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.
მისი სამეფო უმაღლესობის და კიდევ რამდენიმე მეგობრის თანხლებით დომ დუარტე პიომ შესანიშნავი ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო დაააგემოვნა.
დუარტე პიო ჟოაო მიგელ გაბრიელ რაფაელი 1945 წლის 15 მაისს შვეიცარიაში, კერძოდ კი ბერნში დაიბადა. ის ბრაგანცას ჰერვოგ დუარტე ნუნიოსა და მარია ფრანსისკა ორლეანს-ბრაგანცას სამი ვაჟიდან უფროსია. მისი მამა მეფე მიგელ I შვილიშვილია, ხოლო დედა მეფე პედრო IV (ბრაზილიის იმპერატორი პედრო I ) შვილთაშვილი. თავის მხრივ მეფე პედრო მეფე მიგელის უფროსი ძმა გახლდათ. მამამისის მხრიდან ის ბრაგანცას სამეფო ოჯახის მიგელისტთა წარმომადგენელია. დუარტე პიოს ნათლიები იყვნენ პაპი პიუს XII, დედოფალი ამელი (მეფე მანუელ II, პორტუგალიის უკანასკნელი მონარქის დედა) და მისი დიდი დეიდა ინფანტა ადელგუნდეში, გიმარაეშის ჰერცოგის ასული.
ბრაგანცას სამეფო სახლს და ბაგრატიონ-მუხრნაელთა სამეფო ოჯახებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცოტა ხნით ადრე მისი სამეფო უმაღლესობა, უფლისწული დავითი ბრაგანცას ჰერცოგის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფებოდა. მხარეებმა ერთმანეთის პატივისცემის ნიშნად რეგალიები გაცვალეს.




Share :