მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების და ჩართულობის ამაღლების პროექტი

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა თანადგომის” ინიციატივით 29 მარტს პროექტის “მოსწავლეთა სამოქალაქო განათლება და ჩართულობა” პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი ითვალისწინებს ექსკურსიებს უზენაეს სასამართლოში, პარლამენტში და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამ დროს მოსწავლეები გაეცნობიან ამ ინსტიტუტების საქმიანობას და შეხვდებიან ამ დაწესებულებების წარმომადგენლებს. მოსწავლეები ნახავენ დოკუმენტურ ფილმებს და დაესწრებიან თემატურ ლექციებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტში მონაწილე სკოლებს უფასოდ გადასცემს სხვადასხვა სახის ლიტერატურას.

პროექტს ფინანსურად უზრუნველყოფს საქართველოს სამეფო სახლის მეთაური მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთი ავტ. რესპუბლიკის მთავრობა და კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდი.





Share :