საერთაშორისო ფესტივალი ესპანეთში

არა-სამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა თანადგომის”, მარნეულის მუნიციპალიტეტის და საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის ხელშეწყობით ქორეოგრაფიული ანსამბლი “ენგური” 2016 წლის 8 აგვისტოს ესპანეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა. “კატალონიურ ფოლკლორულ ფესტივალზე” ანსამბლმა გრან პრი მოიპოვა. სამეფო სახლის სახელით გვინდა მიულოცოთ ბავშვებს ეს გამარჯვება. მოპოვებული ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ანსამბლის წევრების უმეტესობა ეროვნებით აზერბაიჯანელია. მათ მიერ შესრულებულმა ცეკვებმა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა ჟიურისგან.

ფესტივალის მსვლელობისას სტუმრებმა ბარსელონას ღირშესანიშნაობები იხილეს და ფლამენკოს შოუს დაესწრნენ.








Share :