საქართველოს არწივის ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი

მათი სამეფო აღმატებულების, ბატონიშვილების დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შეუღლებასთან დაკავშირებით მადრიდის საგამოფენო და კონგრესის სასახლეში შედგა საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენით დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი.

ცერემონიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონიშვილი უგო ბაგრატიონ-მუხრანელი, ესწრებოდნენ საქართველოდან ჩამოსული ახლანდელი მთავრობის რამოდენიმე წევრიც. საპატრიარქომ ღონისძიების დასალოცად გამოგზავნა სამების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია და ქართველ მგალობელთა გუნდი, რომელიც მთელი ცერემონიის განმავლობაში ამშვენებდა საღამოს.

დამსწრეთა შორის ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სამეფო სახლის წევრები, იორდანიის სამეფო სახლის, თურქეთის იმპერიალური და სამეფო სახლის წარმომადგენლები, დონ ხოსე ბურბონ და ბურბონი, ზამოისკის გრაფი, მეფე ხუან კარლოს I-ის ბიძაშვილი.

მისი აღმატებულება, ბ-ნი ლევან ჭოლაძე, საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი და მისი მეუღლე

მისი აღმატებულება, ბ-ნი დავით კაპანაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

მისი აღმატებულება, ბ-ნი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ელჩი და მისი მეუღლე

მისი აღმატებულება, ბ-ნი აბდულრაბ აჰმად ავადი, იემენის ელჩი

მისი აღმატებულება, ბ-ნი ხოსე ლუის პერეს სანჩეს-სერო, პერუს ელჩი

მისი აღმატებულება, ქ-ნი მაია ლაჰტენმაკი, ფინეთის ელჩი

მისი აღმატებულება, ბ-ნი მასინე ბოუზიდი, არაბული ლიგის ელჩი

მისი აღმატებულება, ქ-ნი იოლეტ ასორ ჩარლზი, ჰაიტის ელჩი

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს, ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, შვეციის, თურქეთის, იტალიის, იორდანიის, რუსეთის არისტოკრატიის სხვადასხვა წარმომადგენელბი, ისევე როგორც საორდენო და სათავადაზნაურო კორპორაციის წევრები.

აქვე იმყოფებოდნენ საქართველოს, ესპანეთის, პორტუგალიის, აშშ-ს, შვეიცარიის, საფრანგეთის, შვეციის, თურქეთის, იორდანიის, რუსეთის, ვენესუელას, ჩეხეთის რესუბლიკის სახელმწიფო მოხელენი და მეწარმეები.

ესპანეთის სამეფოს უსაფრთხოების კორპუსის სხვადასხვა წარმომადგენლები: სამოქალაქო დაცვა, პოლიციის ეროვნული მუშაკები, სამეფო დაცვა, სამხედრო და საზღაო დაცვა.

ცერემონია დასრულდა საზეიმო ვახშმით რომლის განმავლობაში ორდენის წევრებს გადაეცათ რეგალიები, რასაც მოჰყვა საზეიმო ცეკვა.