მისმა სამეფო უმაღლესობამ სერბეთის პატრიარქი დააჯილდოვა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა მისი უწმინდესობა, პეკის არქიესპისკოპოსი,  ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტი და სერბეთის კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი ირინეი, საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი გულსაკიდით დააჯილდოვა.

დაჯილდოება 2011 წლის 15 დეკემბერს, სერბეთის საპატრიარქოს სატახტო დარბაზში გაიმართა. ცერემონიას ასევე დაესწრნენ: მისი მოწყალება ღირსი მამა ათანაი ჰვნოელი, მისი მოწყალება, ღირსი მამა ანდრეი რემენსიანელი, საპატრიარქოს სხვა წევრები და ორდენის დელეგატები საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და სერბეთიდან.

მისმა უწმინდესობამ თბილი და დამმოძღვრავი ტექსტით მიმართა სტუმრებს და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა უნდა დაედოს საფუძვლად ორი ეკლესიის და ორი ქვეყნის ხალხებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების გაბმას. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორი უძველესი მართლმადიდებლური ხალხის კულტურული და სულიერი სიახლოვე, ისევე, როგორც მათი მრავალტანჯული ისტორიის მსგავსება მომავალში ღრმა და მეგობრული ურთიერთობების საფუძველი უნდა იყოს.

უჩვეულოდ ხანგრძლივი, სულიერად გამდიდრებული და სასიამოვნო აუდიენციის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ პატივი დასდო დელეგაციას და საპატრიარქოს წმინდა სიმონის სამლოცველოში გაუძღვა, სადაც სერბეთის საპატრიარქოს წმინდა ასამბლეა იკრიბება ხოლმე.

ღირსი მამა ანდრეის შეწევნით სტუმრებს საშუალება მიეცათ მოელოცათ ჯერ ბელგრადის მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარი , შემდეგ კი სერბეთის დედაქალაქის სხვა წმინდა ადგილები.

ეს მისი სამეფო უმაღლესობის პირველი ვიზიტია სერბეთის მიწაზე.






Share :