მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი წმინდა მიწაზე მოსალოცად გაემგზავრა

მისი სამეფო უმაღლესობა საქართველოს უფლისწული დავითი და საქართველოს სამეფო ორდენების წარმომადგნლები საქართველოდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და სერბეთიდან წმინდა მიწას ეწვივნენ. მათ თაყვანი სცეს იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს და მთლიანად ქრისტიანობისთვის სათაყვანო წმინდა ადგილებს. მის სამეფო უმაღლესობას და მის თანმხლებ პირებს პატივი ერგოთ ჰქონოდათ აუდიენცია წმინდა ქალაქ იერუსალიმის და მთლიანი პალესტინის პატრიარქთან თეოფილე მესამესთან. აუდიენცია იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს სატახტო დარბაზში შედგა.

ამ ისტორიულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ: კონსტანტინას არქიეპისკოპოსი ღირსი არისტარქოსი, იერუსალიმის საპატრიარქოს მეთაური მდივანი და საპატრიარქოს სხვა წევრები.  

ხანგრძლივი და სასიამოვნო საუბრისას მისმა უწმინდესობამ და სამეფო სახლის უფროსმა ყურადღება გაამახვილეს ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობაზე ქრისტიანული სიწმინდეების დაცვის კუთხით, როგორც იერუსალიმში ასევე მთელ მსოფლიოში.

ამ შეხვედრის აღსანიშნავად ორივე მხარემ საჩუქრები გაცვალა.მისმა სამეფო უმაღლესობამ მის უწმინდესობას უდიდესი პატივისცემის ნიშნად საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი გულსაკიდი გადასცა. მისი სამეფო უმაღლესობა და სამეფო დელეგაციის წევრებს პატრიარქის ლოცცვა-კურთხევით, მისი ბრძნული ხელმძღვანელობით და შეწევნით, საშუალება მიეცათ  უნიკალური სულიერი სიამოვნება მიეღოთ და წმინდა ადგილები მოელოცათ: წმინდა საფლავის ეკლესია, მაცხოვრის შობის ტაძარი ბეთლემში, ჯვრის მონასწტერი, მარია-მაგდალინელის მონასტერი და სხვა.





Share :