სვეტიცხოვლობა

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი12-დან 14 ოქტომრის ჩათვლით სვეტიცხოველში გამრთულ “სვეტიცხოვლობის” დღესასწაულისადმი მიძღვნილ საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობდა. საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქ მცხეთაში მდებარე სვეტიცხოვლის ტაძარი ბაგრატიონთა ოჯახის პანთეონია. სხვებთან ერთად აქ დაკრძალულია უფლისწული გიორგი ბაგრატიონ მუხრან ბატონიშვილი, სამეფო სახლის ყოფილი მეთაური.

წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. სადღესასწაულო მსახურებას ესწრებოდნენ: წმინდა სინოდის ყველა წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ბატონი კახა კალაძე და ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი ვაირა-ვიკე- ფრაიბერგა.

მომდევნო დღეს მისი სამეფო უმაღლესობა საქართველოს საპატრიარქოში ყოფნისას შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია “ქართული ოცნების” წევრს, ქალბატონ ეკა ბესელიას.

უფლისწულმა დავითმა ასევე გამართა შეხვედრები ქართული ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან. საუბარი ეხებოდა არჩევნების შემდგომ რეალობას და ბიზნესისთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.




Share :