უწმინდესის და უნეტარესის საქართველო კატალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაბადებიდან 80 წლის და აღსაყდრების დღიდან 35 წლის აღსანიშნავი ღონისძიება

მისი სამეფო უმაღლესობა საქართველოს უფლისწული დავითი მისი უწმინდესობის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დაბადებიდან 80 წლის და აღსაყდრების დღიდან 35 წლის გასვლის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

2013 წლის 4 იანვარს, უწმინდესმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. მსახურების შემდგომ პატრიარქთან საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები, კავკასიის მუსლიმთა ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ ალაშუკურ ფაშაზადე და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

მისმა სამეფო უმაღლესობამ შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ გიორგი მარგველაშვილს.

იმავე საღამოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პატრიარქისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.




Share :