საშობაო წირვა

სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებლური შობის აღსანიშნავი წირვა ჩატარდა. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ათასობით მორწმუნესთან ერთად ტაძარში მისი სამეფო უმაღლესობა საქართველოს უფლისწული დავითიც ესწრებოდა. წირვა ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადიოდა და წმინდა სინოდის გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ესწრებოდნენ.

წერვის შემდეგ საპატრიარქოში საზეიმო მიღება გაიმართა.

ნაწყვეტი 2013 წლის 7 იანვარს წარმოთქმული მისი უწმინდესობის ეპისტოლედან:

“მეფე ზრუნავდა უბრალო ხალხზე და დიდგვაროვნებზე ერთნაირად. იცავდა მახვილით ქვეყნის საზღვრებს და მოსახლეობას. ეკლესია  კი სულიერი განათლების წყარო იყო. ყველანი ერთიან ქვეყანაში ცხოვრობდნენ, მთლიანი ორგანიზმი ერთიანობაში ცხოვრობდა და ყველა უფალსა და ქვეყანას ემსახურებოდა...”




Share :