ვალენსიაში ჩატარებული დაჯილდოების ცერემონია

2013წლის 13 ივლისს მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ქართველ პოეტს დავით მაღრაძესა და მხატვარ ნიკუშა შენგელაიას გადასცემს  საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენს. აღსანიშნავია, რომ ორდენი დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას  თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის გადაეცათ.

უფლისწულმა დავითმა ასევე გადასცა გვირგვინის ორდენის დიდი ვარსკვლავი კარმენ დე როზას - სანტა როზას ვიკონტესას.

ცერემონიას ესპანური და ქართული პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ: ავსტრიის ერცჰერცოგი ანდრეას სალვატორი, დონ ფერნანდო დე როზა ტორნერი - ესპანელ მოსამართლეთა გენერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, მონტე ალგრეს ჰერცოგის ასული, ფრანკოს ჰერცოგის ასული, ელენა კირბი ბაგრატიონი  და ვალენსიაში მცხოვრები სამეფო ორდენის სხვა წარმომადგენლები.

მიღება დონ კლაუდიო ჩაკესის, ფერისის მარკიზის და ვალენსიაში საქართველოს არწივის ორდენის რექტორის პატრონაჟით ჩატარდა.



http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=9215

http://pirweli.com.ge/?menuid=23&id=37562

http://www.larazon.es/detalle_movil/noticias/2988047/local+comunidad-valenciana/la-casa-real-de-georgia-entrega-sus-condecorac#.UeJ_62QazCR

http://www.for.ge/view.php?for_id=25103&cat=3

http://www.for.ge/view.php?for_id=25103&cat=3

http://www.newspress.ge/kultura/25020-davith-maghradzes-da-nikusha-shengelaias-davith-bagrationi-thavisuflebisthvis-brdzolashi-gatseuli-ghvatslisthvis-ordens-gadascems.html

http://www.lasprovincias.es/v/20130714/valencia/ceremonia-casa-real-georgia-20130714.html











Share :