საქველმოქმედო საღამო ესპანეთი

2013 წლის 20 ივლისს, ესპანეთში, კერძოდ კი ვილაპადიერნაში  საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი და მისი ძმა მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული უგო გურამ ბაგრატიონ მუხრან ბატონიშვილი იერუსალიმის, ბეთლემის და ნაზარეთის წმინდა ლაზარეს სახელობის ორდენის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრნენ.

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული ირაკლი ბაგრატიონ მუხრან ბატონიშილი (1907-1977), საქართველოს სამეფო სახლის ყოფილი მეთაური, წმინდა ლაზარეს ორდენის დიდი გულსაკიდის და საერთაშორისო უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი გახლდათ. უფლისწული დავითი ამავე ორდენის კავალერია.

დამსწრე საზოგადოებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსები არიან: დონ ფრანცისკო დე ბრობონ ესკასანი - სევილიის ჰერცოფი და იერუსალიმის წმინდა ლაზარეს სახელობის ორდენის მააგისტრი; დონ კარლოს ხერედა დე ბრობონი - ალმაზანის მარკიზი და ორდენის მაგისტრი; დონ რიკარდო არანცი და ხოსე მარია გარსია ურბანო - ქალაქ ესტეპონას მერი.




Share :