სამეფო ვიზიტი დუბლინში: მისმა სამეფო უმაღლესობამ ირლანდიის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მიიღო

ირლანდიაში საქართველოს სამეფო სახლის საგანგებო დესპნამა, მისმა ბრწყინვალება შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანმა მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითის საპატივსაცემოდ მიღება გამართა. მიღება დუბლინში “”სტეფენ ფრინ ენდ ჰაიბერნიან”-ის კლუბში გაიმართა. სადილს ირლანდიის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, მერი ერ, უილანი ესწრებოდა. ქალბატონი უილანი პირველი ქალბატონია, რომელიც ამ პოსტზე დაინიშნა. საუბრისისას უფლისწულმა და გენერალურმა პროკურორმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ორ ქვეყანას შორის მსგავსებებზე გაამახვილეს ყურადღება.

სადილის დასასრულს ბატონმა ო’ჰიგინსმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ გენერალურ პროკურორს მობრძანებისთვის და მის სამეფო უმაღლესობას დუბლინში ვიზიტის განხორციელებისთვის. თავის მხრივ სამეფო სახლის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გენერალურ პროკურორსა და ყველა დამსწრე სტუმარს სადილზე მობრძანებისთვის და ცალკე აღნიშნა ყველა ის ადამიანი ვინც დაეხმარა ამ ვიზიტის განხორციელებაში. სიტყვის ბოლოს კი ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი ბრწყინვალება მაიკლ ჰიგინსის სადღეგრძელო შესვა.

უამრავ სტუმარს შორის საღამოს ასევე ესწრებოდნენ:  სან ხორხეს ჰერცოგი, ფერისის მარკიზი, ბოლუდას გრაფი, ბარონი დე ჯიორჯო, ბარონი და ბარონესა მაკლაფერტი, სერ დევიდ გრეიდი როში ლიმერიკის კარასის მეხუთე ბარონეტი, სერ რობერტ ასკე; იორკის ოტონის მესამე ბარონეტი, ლორდი და ლედი ეილმერები, ლორდი დანსენი, როშის გრაფი და ფინგალის ბარონი. 








Share :