სამეფო ვიზიტი დუბლინში: მისმა სამეფო უმაღლესობამ ირლანდიელ მხარდამჭერებს რეგალიები გადასცა

დუბლინში სამეფო ვიზიტის მეორე დღის გახსნის ფარგლებში, ირლანდიაში საქართველოს სამეფო სახლის საგანგებო დესპანმა, მისმა ბრწყინვალება შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანმა მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ლასოსის ჰერცოგის, კახეთის უფლისწულის, ქართლისა და მუხრანის უფლისწულის, სამეფო დინასტიური ორდენების მემკვიდრეობითი მაგისტრისა და სუვერენული მეთაურის, მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის საპატივსაცემოდ.

მისი ბრწყინვალება შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანი ოფიციალურად მიესალმა მისი სამეფო უმაღლესობა-ს და დამსწრეთ ამცნო ქართული ჯილდოების მფლობელთა მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ.

მისმა ბრწყინვალებამ დონ ალფრედო ესკუდერო დიაზ-მადრონიერომ სან ხორხეს ჰერცოგმა და გორის მარკიზმა ოთხ ბატონს: მის ბრწყინვალება შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს  ნორმანს(დიდი ჯვრის კავალერი), მის ბრწყინვალება ბარონ მაკლაფერტის(დიდი ჯვრის კავალერი), შევალიე პატრიკ დესმონდ კარლ-ალექსანდრ გინესს(კომანდორი) და დამიენს, როშეს გრაფს (კომანდორი) წინ გამოსვლა სთხოვა. მათ  საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის სხვადასხვა სახის წარჩინების ნიშნები გადაეცათ.

მისმა სამეფო უმაღლესობამ თითოეულს ორდენის წევრობის დამადასტურებელი სიგელი გადასცა და უღრმესი მადლობა გადაუხადა იმ საქმისთვის, რომელსაც ოთხივე პატივცემული ადამიანი ასრულებს საქართველოს სამეფო სახლისთვის და გაეროს მიერ აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციის, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონის საქველმოქმედო ფონდისთვის. უფლისწულმა დავითმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამეფო ვიზიტის საორგანიზაციო კომისიის წევრებს.

შემდეგ მან შევალიე პატრიკ გინესს სთხოვა წინ გამოსულიყო და “ერთიანობის მედლით” დააჯილდოვა. აღნიშნული მედალი უფლისწული გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონის დაბადების აღსანიშნავად იყო მოჭედილი.სამეფო მემკვიდრის დაბადება ბაგრატიონთა ორი განშტოების გაერთიანების და ქართული მონარქიის ყველა გულშემატკივრის დიდი ბედნიერების საბაბია.

მისმა სამეფო უმაღლესობამ  აღნიშნული მედალი პატრიკ გინესს გინესის მთელი ოჯახის სახელით გადასცა და მადლობა გადაუხადა წინა დღეს გაწეული მასპინძლობისთვის. მან ასევე გინესის ოჯახის წევრები საქართველოში დაპატიჟა, რათა მათ თავად დარწმუნდნენ საქართველოს პოტენციალში და განიხილონ ინვესტირების შესაძლებლობები ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.







Share :