სამეფო ვიზიტი დუბლინში: ირლანდიურ კლანებთან საზეიმო სადილი

სამეფო ვიზიტის მეორე დღეს მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი რაინდული ორდენების მეგობრულ შეხვედრაზე გაემგზავრა. ღონისძიება  ირლანდიური კლანების ღირსების ორდენის ორგანიზებით დუბლინის ჯვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს, როგორც საქართველოს სამეფო სახლის სამეფო დინასტიური ორდენების მემკვიდრეობით მაგისტრს და სუვერენულ მეთაურს, საკათედრო ტაძრის შესასვლელთან ირლანდიური კლანების თავმჯდომარე, მაიკლ ჯეი.ეს. ეგანი დახვდა. მისი თანხლებით უფლისწული დავითი ტაძარში შევიდა, სადაც მას მისასალმებელი სიტყვით ირლანდიური ეკლესიის არქიეპისკოპოსი, გლენდალოს ეპისკოპოსი, უღირსესი მაიკლ ჯოფრი სენტ აბინ ჯექსონი შეეგება და ყველა დამსწრე კავალერსა და ქალბატონს მიესალმა.  შეხვედრას შემდეგი ორდენების წარმომადგენლები ესწრებოდნენ: როდისი, მალტის და იერუსალიმის წმინდა იოანეს სახელობის სუვერენული სამხედრო ორდენი: წმინდა გიორგის სახელობის წმინდა კონსტანტინური ორდენი, იერუსალიმის წმინდა საფლავის ცხენოსანთა ორდენი, sაქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენი და იერუსალიმის წმინდა ლაზარეს სახელობის სამხედრო და ჰოსპიტალური ორდენი. დუბლინის არქიეპისკოპოსმა დამსწრეთ მოუწოდა გაეგრძელებინათ საქველმოქმედო საქმიანობა, შეახსენა რა ქრისტედ მოძღვრება, რომ ღარიბთა და შეჭირვებულთა შეწევნა გვმართებს.

პირველი ნაწყვეტი მისმა ბრწყინვალებამ ირლანდიური კლანების ღირსების ორდენის კანცლერმა და ირლანდიაში საქართველოს სამეფო ორდენების რექტორმა ბარონ მაკლაფერტიმ წაიკითხა. მეორე ნაწყვეტი ბარონეტაჟის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სერ დევიდ როშმა ამოიკითხა.

საზეიმო მიღება ტაძრის აკლდამაში გაიმართა. მისი სამეფო უმაღლესობა წარუდგინეს იქ დამსწრე ლორდებს და ქალბატონებს, ელჩებს, ბარონეტებს, კლანების მეთაურებს, ირლანდიური არმის ოფიცრებს, წმინდა იონეს სახელობის ჰოსპიტალის ოფიცრებს, წარჩინებული სამეფო ორდენების კავალერებსა და ქალბატონებს და ორლანდიული მაღალი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს. უფლისწულ დავითს განსაკუთრებული სიხარული დუბლინის ქართული სათვისტომოს ათამდე წარმომადგნელმა მიანიჭა. სათვისტომოს დელეგაციას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი, მამა დევიდ ლონერგანი ხელმძღვანელობდა.

საზეიმო საღამო ირლანდიული კლანების ღირსების ორდენის ორგანიზებით და ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი ბრწყინვალება მაიკლ ჰიგინსის პატრონაჟით შედგა. წარმოთქმულ სიტყვაში ბატონი ეგანი ირლანდიური კლანების ტრადიციებს შეეხო და მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწულ დავითს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. ირლანდიური კლანებისგან მისი სამეფო უმაღლესობას საჩუქრად 5000 წლის მუხისგან დამზადებული საათი გადაეცა. ბატონმა ეგანმა ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი და მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი ადღეგრძელა და ასევე სთხოვა სტუმრებს შეესვათ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესი ილია მეორესსადღეგრძელო.

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს ტელეგრამით მიესალმა ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი და დუბლინის სამოციქულო ნუნცია. პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ ვერ ესწრებოდა შეხვედრას და კეთილი სურვილები გადასცა უფლისწულ დავითს და დამსწრე საზოგადოებას.




Share :