სამეფო ვიზიტი დუბლინში: შეხვედრა ქართულ დიასპორასთან

მამა დავით ლონეგრანის, ირლანდიაში მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარისა და დუბლინში წმინდა მაქსიმეს ეკლესიის მრევლის მოძღვარის, მამა მალხაზ კუმელაშვილის მოწვევით,  უფლისწული დავითი 2013 წლის 15 სექტემბერს წმინდა ზიარებას დაესწრო.

დუბლინში თანამემამულეებთან ერთად ქართულ საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობამ მისი სამეფო უმაღლესობა, უფლისწული დავითი უზომოდ გააბედნიერა. თავის მხრივ ირლანდიის დედაქალქში შეკრებული ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც გახარებულები იყვნენ საქართველოს სამეფო კარის მეთაურის ვიზიტით. ორსაათიანი მსახურების დასრულების შემდეგ მისი სამეფო უმაღლესობა საკურთხეველს მიუახლოვდა და დამსწრე ფოტოგრაფებს ფოტო-გადაღების უფლება მიეცათ .

მამა მალხაზ კუმელაშვილმა ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისთვის ილოცა. მან ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიაქის, უწმინდესი ილია მეორესთვის და ქართველი ხალხისთვის ილოცა. მოძღვრის სიტყვებმა დასწრე საზოგადოებაში ცრემლებიც გამოიწვია.

მსახურების დასრულების შემდეგ მის სამეფო უმაღლესობას ირლანდიულმა დიასპორამ მეფური დახვედრა მოუწყო. ღონისძიება წმინდა მაქსიმეს ეკლესიის მრევლის, ქალბატონი გუცა წერეთლის ორგანიზებით გაიმართა. სამეფო სახლის მეთაურს და სამეფო დელეგაციას პატარა ბავშვებისგან შემდგარმა საეკლესიო გუნდმა ტრადიციული ქართული საგალობლები შეუსრულა. გუნდს ქალბატონი ზიზი ნანობაშვილი-ლოფტუსი ხელმძღვნელობდა. მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონის დაბადების საპატივსაცემოდ შესრულებულმა გალობამ დამსწრე საზოგადოებაში უხვი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი ყველა დამსწრეს პერსონალურად მიესალმა. შეკრებულ საზოგადოებას მან საქართველოს უახლესი ამბები და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოუყვა. მისი სამეფო უმაღლესობის თანმხლები დელეგაციაც ძალიან თბილად იქნა მიღებული. მათ აღნიშნეს რომ ძალიან ამაღელვებელი დახვედრა მოუწყეს. უფლისწულ დავითს თან ახლდნენ: სან ხორხეს ჰერცოგი, ფერისის მარკიზი, ბოლუდას გრაფი, ბარონი დე ჯიორჯო, შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანი და ბატონი იან გელოუეი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უფლისწულ დავითს, პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებაზე დასასწრებად გამგზავრებისას, უკან უამრავი ადამიანი გამოჰყვა, მანქანამდე მიაცილეს და თბილად გამოემშვიდობნენ.

ღონისძიებას ირლანდიული პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





Share :