სამეფო ვიზიტი დუბლინში: მისმა სამეფო უმაღლესობამ დუბლინის ციხე-სიმაგრეში განლაგებულ “ჩესტერ ბიტის” ბიბლიოთეკა და დუბლინის ეროვნული გალერეა მოინახულა

სამეფო ვიზიტის მეორე დღეს მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი დუბლინის ციხე-სიმაგრეში განლაგებულ “ჩესტერ ბიტის” ბიბლიოთეკას ეწვია.

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი და მისი თანმხლები პირები - სან ხორხეს ჰერცოგი, ფერისის მარკიზი, ბოლუდას გრაფი, ბარონი დე ჯიორჯო, შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანი, ბატონი პატრიკ დოუნსი, ბარონი მაკლაფაერტი და ირლანდიული არმიის ოფიცერი ბატონი იან გელოუეი ბიბლიოთეკის კურატორმა, ქალბატონმა ჯილ ანქლმა პირადად მიიღო.

ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკაში. ხელოვნების ნიმუშების და არაჩვეულებრივი მანუსკრიპტების დიდი კოლექცია ინახება. ის დუბლინში 1950 წელს ქვანახშირის მაგნატმა, ბატონმა ალფრედ ჩესტერ ბიტიმ დაარსა. ბიბლიოთეკა 2002 წლის ევროპის წლის მუზეუმად აღიარეს.

“წმინდა ტრადიციების” კოლექცია თავს უყრის უამრავ იშვიათ ხელნაწერს, მინიატურულ სურათსა და ნახატს, ასევე აღმოსავლური და დასავლური კოლექციების იშვიათ წიგნებსა და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს. ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკა ცნობილია როგორც ერთერთი უმნიშვნელოვანესი წყარო ძველი და ახალი აღთქმის სწვალებაში.

მისი სამეფო უმაღლესობა აღფრთოვანებული დარჩა ადრეული ქრისტიანობის რამდენიმე ბერძნული პაპირუსით. ერთერთი მათგანი წმინდა ლუკას სახარების ნაწყვეტს შეიცავდა. ასევე დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა დიდი მოწიწებით დაათვალიერა წმინდა ხატების კოლექცია.

მის სამეფო უმაღლესობას პატივი ერგო ბიბლიოთეკის დახურულ ზონაში შესვლის, რომელიც გამოკვლევისთვის არის განკუთვნილი. მას წარუდგინეს ქართული ლიტერატურის ორი იშვიათი წიგნი, რომლებიც 1629 წელის ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველმა (თაიმურაზ ხანმა) რომის პაპ ურბან მერვეს უსახსოვრა. მისი სამეფო უმაღლესობა დიდი სიხარულით გაეცნო ამ ექსპონატებს და რამდენიმე სურათიც გადაიღო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისთვის საჩვენებლად.

სამეფო სახლის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგეგმა და განახორციელა ბიბლიოთეკაში ვიზიტი. განსაკუთრებულად აღინიშნა ბატონი პატრიკ დოუნსის წვლილი, რომლემაც გამოიკვლია ბიბილიოთეკის კოლექციაში შენახული ქართული ექსპონატებია და მის სამეფო უმაღლესობას მათი გაცნობის საშუალება მიეცა.

ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკის შემდგომ მისი უფლისწულმ დავითმა ირლანდიის ეროვნულ გალერეაში გადაინაცვლა. ირლანდიის ეროვნული გალერეა თავს უყრის 14000 ათასამდე ხელოვნების ნიმუშს. მათ შორის: 2500 ზეთით შესრულებულ ტილოს, 5000 ნახატს, 5000 დაბეჭდილ დოკუმენტს, სკულპტურებს, ავეჯს და სხვა მრავალ ექსპონატს.

მისი სამეფო უმაღლესობა და სამეფო დელეგაციას შესასვლელში ეროვნული გალერეის კურატორი, ბატონი ადრიან ლე ჰარიველი და ლიმერიკის კარასის მეხუთე თაობის ბარონეტი სერ დევიდ ო’გრეიდი როში შეეგებნენ. სერ დევიდი გაერთიანებული სამეფოს ბარონეტაჟის საბჭოს თავმჯდომარეს მოადგილე გახლავთ.

მის სამეფო უმაღლესობას გალერეაში განლაგებული ქართული ხატების ულამაზესი კოლექცია დაათვალიერებინეს. აღნიშნული ხატები გალერეას სახელოვანმა ბრიტანელმა სწავლულმა, პოლიტიკოსმა, დიპლომატმა და ბიზნესმენმა და სამხრეთ კავკასიის ისტორიის მცოდნემ, უილიამ ედვარდ დევის ალენმა გადასცა.

უილიამ ედვარდ დევის ალენი ცნობილია თავისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრებით: ქართველო ხალხის ისტორია (1932), 1941-1943 წლის რუსული სამხედრო კამპანიები (1943), 1943-45 წლის რუსული სამხედრო კამპანიები (1946), კავკასიის ბრძოლი ველები: 1828-1928 წლებში თურქეთ-კავკასიის საზღარზე მომხდარი ომების ისტორია, 1589-1605 წლებში საქართველოს სამეფო კარზე მივლენილი რუსული საელჩოები.

უილიამ ედვარდ დევის ალენის მესამე ცოლის, ქალბატონ ნატალი მაქსიმოვნას ქართულმა წარმომავლობამ საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული საქართველოსადმი მისი ინტერესი გააღვივა. კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხატი იერუსალმში შემავალი იესოი ქრისტეს გამოსახულებაა.

მისი სამეფო უმაღლესობა აღფრთოვანებული დარჩა გალერეის მდიდარი კოლექციით, მადლობა გადაუხადა კურატორს და მომავალში ნაყოფიერი მუშაობის გაგრძელება უსურვა. მან ასევე თბილი სიტყვებით მოიხსენია ეროვნული გალერის საბჭო, რომელმაც ორგანიზება გაუწია ამ ვიზიტს.






Share :