სამეფო ვიზიტი დუბლინში: მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი გაელ ლინის დაარსებიდან 60 წლის აღსანიშნავ კონცერტს დაესწრო

დუბლინში სამეფო ვიზიტის უკანასკნელ საღამოს პროგრამაში გაელ ლინის  მესამოცე იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი იყო ჩანიშნული. გაელ ლინი 1953 წელს დაარსდა და მას შემდეგ ცნობილია, როგორც სამეწარმეო ორგანიზაცია. მისი მთავარი მიზანია გაავრცელოს ირლანდიული ენა და კულტურული მემკვიდრეობა და ხელი შეუწყოს ირლანდიული ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.  

ორგანიზაცია ცნობილი თავისი საწარმოებით გელთეხტის რეგიონში. გაელ ლინი განუხრელად მისდევს სამეწარმეო ფილოსოფიას და მრავალ პროექტს ახორციელებს განათლებაში, ენის გავრცელებაში და ბიზნესში.

ნაციონალური საკონცერტო დარბაზიის შესასვლელთან სამეფო ამალას გაელ ლინის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ანტუან ო’კალენი შეეგება. დელეგაციაში შედიოდნენ სან ხორხეს ჰერცოგი, ფერისის მარკიზი, ბოლუდას გრაფი, შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანი, ბატონი პატრიკ დოუნსი და ბატონი იან გელოუეი. სტუმრებს თბილად მიესალმა ირლანდიის რესპუბლიკის გეთლეხტის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დენის მაკგინლი. მან დაწვრილებით გამოკითხა მის სამეფო უმაღლესობას საქართველოს შესახებ.

კონცერტის დაწყებამდე ბატონმა ო’კალენმა მსმენელებს მისი სამეფო უმაღლესობის კონცერტზე დასწრება აუწყა, მადლობა გადაუხადა მას და აღნიშშნა რომ ეს დიდი პატივია გაელ ლინისთვის.

თავის მხრივ მინისტრის მოადგილე მაკგინლიმ სტუმრებს 2014 წის ივლისის თვეში ქართული ნაციონალური ბალეტის ჩამოსვლის შესახებ ამცნო და დასძინა რომ მოხარული იქნებოდა სამეფო ოჯახის წევრები რომ ენახა ჩამოსულებთა რიცხვში. დაპატიჟება პირადად მის სამეფო უმაღლესობას გადაეცა.






Share :