სამეფო ვიზიტი დუბლინში: სასიამოვნო სურპრიზები

დუბლინში სამეფო ვიზიტის ყველა წვრილმანი უმაღლეს დონეზეა დაგეგმილი ვიზიტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ, რომელსაც ხემძღვანელობს მისი ბრწყინვალება შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანი. მას ეხმარებიან: ბატონი იან გალოუეი და მისი ბრწყინვალება ბარონი მაკლაფერტი. ყველა დეტალი შეთანხმებული იყო ბარონ დე ჯიორჯოსთან, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის მხრიდან უწევდა ვიზიტს კოორდინირებას და კონტროლს. თუმცა, ხანდახან სასიამოვნო არაფორმალური სურპრიზებიც ხდება. ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელობა გახლდათ სამეფო დელეგაციის ვიზიტი ო’დონაჰიუს პაბში; ქალაქის გამორჩეულ პაბში, რომელსაც სახელმწიფო მოღვაწეები პოლიტიკოსები და სხვა გამოჩენილი ადამიანები სტუმრობენ. მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა დააგემოვნა გინესის ლუდი, გადაიღო სამახსოვრო სურათები ბარში მომუშავე პერსონალთან და ბარის სტუმრებს გაესაუბრა. მან სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა და ავტოგრაფები დაარიგა.

ასევე მოულოდნელი იყო დუბლინის სასახლის ტერიტორიაზე მდებარე ირლანდიული პოლიციის მემორიალური ბაღის მონახულება. მისმა სამეფო უმაღლესობამ განსაკუთრებულად აღნიშნა ირლანდოული პოლიციის პროფესინალიზმი და მადლობა გადაუხადა მისი ვიზიტის უსაფთხოების უზრუნველყოფისთვის.

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად დუბლინში ავღანეთის სამეფო ოჯახის წევრი იმყოფებოდა და მათი შეხვედრა “გრინ ენდ ჰაიბერნიან”-ის კლუბში იყო ორგანიზებული. ორი ქვეყნის წარმომადგენელმა პირად საუბარში განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც მათ ქვეყნებს ეხებათ. ავღანეთის პრინცმა მაღალი შეფასება მისცა ქართული ბატალიონის წარმატებებს ავღანეთის მისიაში და მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი ავღანეთში დაპატიჟა.





Share :