სამეფო ვიზიტი დუბლინში: მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი “ან გარდა სიოჩანას” მემორიალურ ბაღს ეწვია

ირლანდიაში მისი სამეფო სახლის დესპანის, მისი ბრწყინვალება შევალიე ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანის სპეციალური მოწვევით, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი ”ან გარდა სიოჩანას”  მემორიალურ ბაღს ეწვია.

მისმა სამეფო უმაღლესობამ დაათვალიერა ბაღი და პატივი მიაგო მემორიალურ მონუმენტს. “ან გარდა სიოჩანას” მემორიალური ბაღი დაღუპული ირლანდიელი პოლიციელების ხსოვნას უკვდავყოფს. მონუმენტზე გმირულად დაღუპული 83 ადამიანის სახელია ამოტვიფრული. ბაღში განთავსებულია კიდევ ორი მონუმენტი: შუშის სკულპტურა, რომელიც დაღუპულთა ოჯახების მსხვერპლშეწირვას ასახავს და ქვის მონუმენტი, რომელიც, ირლანდიული სამეფოსა და დედაქალაქ დუბლინის დაშავებულ პოლიციელებს ეძღვნება.

წუთიერი დუმილის შემდეგ მისი სამეფო უმაღლესობა ხსოვნის კედელთან მივიდა, მუხლი მოიდრიკა და თანმხლებ პირებთან ერთად პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს. დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და იმ სამი ორგანოს სამსახურში დაღუპული გულადი მებრძოლების მოხსენიება, რომლებმაც თავი გასწირეს ირლანდიისა და ირლანდიელი ხალხის კეთილდღეობისთვის.  

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა კეთილი სიტყვებით მოიხსენია იქ მყოფი პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მისი ვიზიტის უსაფთხოებაზე ზრუნავენ და მადლობა გადაუხადა თავის მასპინძლებს ვიზიტის პროგრამაში ამ პუნქტის შეტანისთვის.








Share :