მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონის მეორე დაბადების დღე

მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონის მეორე დაბადების დღის
მოსალოცად უამრავი წერილი და კეთილი სურვილი მივიღეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მინდა ჩემი, ჩემი ძის, პრინცესა ანას, მისი ნახევარ-დების ირინასი და მარიამის სახელით ყველა უღრმესი მადლობა გადაგუხადოთ. განსაკუთრებით კი სამივე სამეფო ორდენის წევრებს.

მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი დაბადების თანავე საქართველოს არწივის დიდი ყელსაკიდით იქნა დაჯილდოვებული.  მის მეორე დაბადების დღეზე, უფლისწულმა ბაგრატიონ-მუხრანელთა მესამე და ყველაზე მნშვნელოვანი ორდენით, სამეფო გვირგვინის ორდენით დაჯილდოვდა.

ორდენი წარმოადგენს წითელ მალტურ ჯვარს თეთრი შემოხაზულობით. ორდენის ცენტრში მომრგვალებურ ტინქტურაზე საქართველოს დროშაა გამოსახული, რომელზეც ოქროსა და ფირუზში გაკეთებული გვირგვინია დატანებული.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისთვის. ღმერთი იყოს საქართველოს და ქართველი ხალხის მფარველი. 


2013 წლის 27 სექტემბერი

ჟვართამაღლების დღესასწაული და სოხუმის დაცემის დღე

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი





Share :