შეხვედრა გალავანის დასახლებაში

ა.შ.შ საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით ანსამბლმა “ტრიო-ბრავომ”გალავნის დასახლებაში მცხოვრებ სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას სხვადასხვა სახის ბეჭდური მასალა გადასცა.  აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის, საქართველოს პარლამენტის  ეროვნული ბიბლიოთეკის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დევნილთა და განსახლების სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს , კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის საერთო ძალისხმევით.

ადგილობრივი მოსახლეობის გასახარად ღონისძიებას სპეციალური მოწვევით მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი ესწრებოდა.

მომავალში ასეთი სახის კიდევ არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი.




Share :