მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს ბონიფაცი მერვეს სახელობის ჯილდო გადაეცა

იტალიურმა აკადემიურმა ინსტიტუტმა მის სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს კულტურისა და მშვიდობის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ბონიფაცი მერვეს სახელობის ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის სექტემბერში რომში მდებარე ბარბერინის სასახლეში, იტალიის თავდაცვის სამინისტროს სათაო ოფისში გაიმართება. ღონისძიებას დაესრებიან კარდინალები, მინისტრები, ელჩები, პოლიტიკოსიბი და სხვა გამოჩენილი ადამიანები. სხვადასხვა დროს ამ ჯილდოს მფლობელები იყვნენ: რომის პაპი იოანე- პავლე მეორე, იტალიის პრეზიდენტები ოსკარ ლუიჯი სკალფარო და კარლო აზელიო ჩამპი, ასევე პორტუგალიის სამეფო სახლის მეთაური დომ დუარტე ბრაგანზა და სენატორი ჯულიო ანდრეოტი.





Share :