მისი სამეფო უმაღლესობა ირაკლი ბაგრატიონ მუხრანბატონის დაბადებიდან ას მეხუთე წლისთავის აღნიშვნა

2014 წლის 25 აპრილს, მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი მემკვიდრე გიორგისთან და მისი სამეფო უმაღლესობა უგო გურამთან მათი ბაბუის მისი სამეფო უმაღლესობა ირაკლი ბაგრატიონ მუხრანბატონის ას მეხუთე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ღონისძიება თბილისში მდებარე ბაგრატიონის ღვინის ქარხანაში ჩატარდა. ცერემონიას საქართველოს დროშით ხელში ას ხუთი სამეფო ჩოხოსანი ამშვენებდა: ყოველი მოფრიალე დროშა ასახავდა თითო წელს, რომელიც ირაკლი ბაგრატიონ მუხრანბატონის გარდაცვალების შემდეგ არის  გასული.

მრავალ პატივცემულ სტუმარს შორის იყვნენ: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ანანია, გაერთიანებული შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე, მინისტრების მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული საქართველოს არწივის ორდენის წარმომადგენლები. სუფრაზე ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო იყო წარმოდგენილი. საღამომ ქართული ხალხური ცეკვების და მრავალხმიანი გალობის თანხლებით ჩაიარა.

https://www.youtube.com/watch?v=PdY5r9Zi8Vk




Share :