დავეხმაროთ სერბეთში დაზარალებულბს

როგორც საქართველს სამეფო სახლის მეთაური და საქართველოს სამეფო ორდენების დიდი მაგისტრი მოვუწოდებ ყველა კავალერს, ქალბატონს და საერთოდ ყველას, ვისთვისაც კაცთმოყვარეობა და ქრისტინული საწყისები უმნიშვნელოვანესია: გვერდში ამოვუდგეთ და კონკრეტული საქმით დავეხმაროთ ჩვენს სერბ ძმებს, ვისაც დღეს ბიბლიური მასშტაბის წყალდიდობასთან გამკვლავება უწევთ.

სერბეთის პატრიარქმა გახსნა ანგარიში, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭირო თანხის მოგროვება მოხდება.:


http://spc.rs/eng/patriarch_pavle_fund_rehabilitation_effects_natural_disasters


სამეფო სახლის მადლობის გამოსახატად, ყველა ჩვენი კავალერი და ქალბატონი, ვინც გამოიჩენს გულისხმიერებას, სიყვარულს და დახმარების ხელს გაუწვდის გასაჭირში ჩავარდნილ სერბ თანამოძმეებს, ორდენის ერთით მაღალი წოდებით დაჯილდოვდება. უფალს შევთხოვოთ , რომ სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს სტიქიისგან დაღუპულებს, ყოფა შეუმსუბუქოს ობლად დარჩენილებს და მფარველობა გაუწიოს სერბეთის მიწა-წყალს.




Share :