27 სექტემბერი მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი მუხრანბატონი დაბადების დღეა

27 სექტემბერი ჯვართამაღლების დღესასწაულის, სოხუმის დაცემის და მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონ მუხრანბატონის დაბადების დღეა. 2014 წელს პატარა გიორგი თავის მესამე დაბადების დღეს აღნიშნავს. დილით მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი და მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვას დაესწრნენ. წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე აღავლინა, მან დალოცა მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული გიორგი.
საღამოს მისი სამეფო უმაღლესობა დავითი და მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი  სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვივნენ, სადაც ბაგრატიონათა საგვარეულო პანთეონში დაკრძალულ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელის საფლავზე სანთლები დაანთეს. ცერემონიის დასრულებისას დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა და პატარა უფლისწულმა მონარქისტთა ჯგუფი მიიღეს, რომლებიც სიხარულით და პატივისცემით შეეგებნენ სამეფო ოჯახის წევრებს.




Share :