დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დაიწყო

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი საქართველოს სამეფო სახლის მეთაური 2014 წლის 28 ნოემბერს ლონდონის გეთუიქის აეროპორტში დაეშვა, საიდანაც დაიწყო მისი ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში. აეროპორტში მას დახვდა პატივცემული ლორდი გრინფილდი, მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფლის სამხედრო მრჩეველი დიდ ლონდონში. საქართველოს სამეფო სახლის დელეგაციაში ასევე შედიოდნენ: მთავარი კანცლერი სან ხორხეს ჰერცოგი, კანცლერის მდივანი ბოლუდას გრაფი, საარბიტრაჟო მოსამართლე ბარონი დე ჯიორგო და ფერისის ჰერცოგი.

დახვედრის შემდეგ მისი სამეფო უმაღლესობა ლონდონში, ბლექფრაიარში მდებარე ფარმაცევტების  დარბაზაში გაემართა, სადაც ის ინგლისის ეროვნული სასკოლო ორკესტრების მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონცერტზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით  იყო მიწვეული. ისევე როგორც შარშან მისმა სამეფო უმაღლესობამ გლოჩესტერის ჰერცოგინიამ, წელს მისმა სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ახლაგაზრდა კომპოზიტორებს ჯილდები გადასცა. ორკესტრს ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი რობერტ პეპპერი. ორკესტრის პრეზიდენტმა ლორდ ლინგფილდმა სიტყვით გამოსვლისას მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდა მუსიკოსების ნიჭს და მონდომებას. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ახალგაზრდების და ამ კონცერტის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.

კონცერტის დასრულებისას მისი სამეფო უმაღლესობა შეხვდა ლონდონის ყოფილ მერს, მის ღირსებას მოსამართლე გევინ არტურს, ლონდონის სასამართლოს რეგისტრატორს, ბატონ ნაიჯელ ბრენსონს და ქალბატონ ლინგფილდს. მან აგრეთვე  იხილა მეფე ჰენრი მერვეს პირველი ცოლის, დედოფალი კეტრინ არაგონელის ყოფილი რეზიდენცია.

მისი სამეფო უმაღლესობა და მისი თანმხლები პირები ლონდონში ცნობილ მოსიმენის კლუბში მიიპატიჟეს. მასპინძელმა, გრაფინია ფალზონ სან მანდუკამ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მასპინძლობა. შემდეგ დამსწრეებმა მისი უდიდებულესობა დედოფლის და მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის სადღეგრძელოები შესვეს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი უაღრესად ნასიამოვნები დარჩა გრაფინიას დაპატიჟებით სადილზე კლუბის "ბენტლის" დარბაზში, რადგანაც ის საავტომობილო კომპანია ბენტლის ცნობილი მოყვარულია.




Share :