დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი მალტაში განლაგებულ დიდგვაროვანთა ტიტულების მფლობელთა ასოციაციას სტუმრობდა

მისი სამეფო უმაღლესობა საქართველოს სამეფო ოჯახის მეთაური დიდგვაროვანთა ტიტულების მფლობელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამეფო ქომაგთა სადილზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. საღამო მალტაში მდებარე სამხედრო და საზღვაო  კლუბში, 29 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას მრავალი წაჩინებული სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ: მისი უდიდებულესობა დედოფლის ორივე სამხედრო მრჩეველი: პატივცემული ლორდი ლინგფილდი და პოლკოვნიკი და პროფესორი  ალან რობერთსი. ღონისძიება გაიმართა კლუბის საზეიმო დარბაზში, ლორდი და ლედი ასტორების ყოფილ სახლში. მისი სამეფო უმაღლესობა და მის თანმხლებ პირებს - სან ხორხეს ჰერცოგს, ფერისის ჰერცოგს, ბოლუდას გრაფს მასპინძლობა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, გრაფმა გაუჩიმ გაუწია. მასთან ერთად სტუმრებს შეეგებენ: გრაფინია გაუჩი და ფალზონ-სან-მანდუკა, მისი ბრწყინვალება კომენდანტი შევალიე ხაიმე კრემონა და ქალბატონი ლილიან აველინო. სადილის დაწყებამდე, გრაფმა გაუჩიმ და ბარონმა დე ჯიორჯომ მისი სამეფო უმაღლესობას ახალგაზრდა მალტელი მხატვრის, მარიამ მიფსუ დე ჯიორჯოს მიერ შესრულებული პორტრეტი უსახსოვრეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი აღფრთოვანებული დარჩა საჩუქრით. სადილზე მისი უდიდებულესობა დედოფლის, მისი სამეფო უმაღლესობა ედინბურგის ჰერცოგის (კლუბის მფარველის), მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცის და მთლიანად სამეფო ოჯახის ერთგულების სადღეგრძელოები შეისვა. საპატიო პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მისი სამეფო უმაღლესობა. დავით ბაგრტიონ-მუხრანბატონი მხურვალე სიტყვით გამოვიდა, რომელშიც მან ოჯახზე, მის სამშობლოზე და ასოციაციაზე ისაუბრა. საღამომ მარკიზ დრაგოს, გაუჩის გრაფის, გრაფინია ფალზონ-სან-მანდუკას, ბარონ დე ჯიორჯოს, ქალბატონ ლილიან აველინო დე მარკიზა დრაგოს და ბარონესა გაბელლა დელა სკანატურა დი ტრაპანის პატრონაჟით ჩაიარა.





Share :