დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი მოწყალების ორდენის წარჩინებული კავალერი გახდა

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს ლონდონის “არმორერის” სასახლეში გამართულ ცერემონიაზე მოწყალების ორდენის წარჩინებული კავალერის წოდება მიენიჭა. მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს წარჩინების ნიშანი პატივცემულმა ლორდმა ლინგფილდმა, მოწყალების ლიგის მეურვეთა პრეზიდენტმა გადასცა. მან აღნიშნა, რომ ეს ჯილდო არის უფლისწული ირაკლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის, “გაეროს” მიერ აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციის დიდი საქმიანობის დადასტურება.

ღონისძიებაზე მოწყალების ლიგის ცნობილი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ: მისი ღირსება მოსამართლე გევინ არტური, პოლკოვნიკი და პროფესორი ალან რობერთსი (მისი უდიდებულესობის სახედრო მრჩეველი დასავლეთ იორკშირში), ბატონი ნაიჯელ ბრენსონი, პრინცის თანმხლები პირი, მისი სამეფო უმაღლესობა იუგოსლავიის მეფის ასული კატარინა და მისი სამეფო უმაღლესობა პრინცესა მარი-ტერეზა ფონ ჰოჰენბურგი.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ სადღესასწაულო ვახშამი გაიმართა.





Share :