მისი სამეფო უმაღლესობა მარია ანტუანეტა ბაგრატიონის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი რომში

პასკინის გრაფების საგვარეულო პანთეონში მისი სამეფო უმაღლესობა მეფის ასული მარია ანტუანეტა ბაგრატიონის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მეფის ასული მარია ანტუანეტა მისი სამეფო უმაღლესობა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე და ბაგრატიონთა სამეფო სახლის ამჟამინდელი მეთაურის დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის ბებიაა. ქართული საგალობლებით შესრულებული წირვა მამა იოანემ აღავლინა. პანაშვიდს ესწრებოდნენ რომში მცხოვრები საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის წარმომადგენლები.

წარჩინებული მარია ანტუანეტა პასკინი დე კონტი დი კოსტაფიორატა, უგოს ასული, კოსტაფიორატას გრაფინიამ 1940 წელს მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწულ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელზე იქორწინა. მათი ვაჟი, მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი ბაგრატიონთა სამეფო სახლის ამჟამინდელი მეთაურის დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის მამაა. 1944 წლის 22 თებერვალს, მეფის ასულის ადრეული გარდაცვალების შედეგად უფლისწულმა ირაკლიმ ესპანეთში გადაინაცვლა, სადაც მათი შვილის ნატურალიზაცია მოხდა.

33 წლის ასაკში გარდაცვლილი მეფის ასული მარია ანტუანეტა დღემდე ცოცხალია მისი შვილიშვილების გულებში. სწორედ ამიტომ დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი განსაუთრებულ სიახლოვეს გრძნობს იტალიასა და იტალიელი ხალხის მიმართ.





Share :