მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ბატონიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი

 ქალაქ მცხეთაში მისი სამეფო უმაღლესობის, უფლისწული გიორგი ბატონიშვილის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სამეფო სახლის მეთაურის მამა, 2008 წლის 16 იანვარს აღესრულა და სვეტიცხოვლში, ბაგრატიონთა საგვარეულო პანთეონში იქნა დაკრძალული.

ის გახლდათ მისი სამეფო უმაღლესობის უფლისწული ირაკლისა და მეფის ასული მარია-ანტუანეტ ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟი. მას უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებენ. სვეტიცხოველში ყოველ წელს უამრავი ადამიანი იკრიბებას, უფლისწუილს მოსაგონად.

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული გიორგი ქალაქ მადრიდში, 1977 წლის 30 ოქტომბერს, მამის გარდაცვალების შემდგომ გახდა სამეფო სახლის მეთაური. ყველასგან პატივცემული უფლისწული გიორგი 1991 წელს საქართველოს პარლამენტმა სამეფო სახლის მეთაურად ოფიციალურად აღიარა, მიუხედავად ბაგრატიონთა დინასტიის სხვა განშტოებების პრეტენზიებისა. ის ასევე გახლდათ საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი მაგისტრი.




Share :