ირლანდიაში მოქმედი სათვისტომო ქართული დიპლომატიური მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

2015 წლის 27 თებერვალს ირალნდიაში მოქმედ საქართველოს არწივის ორდენის კავალერები და მანდილოსნები საქართველოს დიპლომატიური მისიის ახალ ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი ზურაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრა დუბლინში, “სტივენს გრინ" კლუბში შედგა. ბატონმა ზურაბიშვილმა სიხარულით ამცნო დამსწრე საზოგადოებას, რომ დუბლინში მოქმედი ქართული დიპლომატიური მისია გამოეყო ლონდონში მოქმედ საქართველოს საელჩოს და ამიერიდან დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა.




Share :