ტკივილის მსოფლიო ინსტიტუტის საჩუქარი მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს

ძვირფასო პროფესორო ფრითვი რაჯ

ძვირფასო სერდარ ერდინ

ძვირფასო ტ.მ.ს ფონდის ნდობით აღჭურვილო პირებო

ძვირფასო მაია რაჯ ანდრეადის

ძვირფასო დაიან უილარდ

დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი სახალწლო საჩუქრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მსოფლიოში აღიარებული ტკივილის ინსტიტუტის წევრი. ასევე დიდი პასუხისმგებლობაა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის სახელზე ასეთი საჩუქრის მიღება. მინდა ავღნიშნო თუ როგორი სიხარულით შევხვდი ექიმი გაუჩისგან მიღებულ ამბავს, რომ ის აპირებს საქართველოში ტკივილის შემსუბუქების პროგრამის შემუშავებას. ამასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ექიმ გაუჩისა და მის სამეფო უმაღლესობას, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს

მე ძალიან ვაფასებ იმ ყურადღებას, რაც თქვენ გამოიჩინეთ ტკივილის შემსუბუქებაში ჩემს მიერ შეტანილ მცირეოდენი წვლილის მიმართ.

ამჟამად მე მულტიდისციპლინარულ სემინარებში ვარ ჩართული, რომლებიც “ტკივილის სწავლების საერთაშორისო ასოციაციის განვითარებადი ქვეყნების პროექტ - ტკივილის სწავლების გაუმჯობესების ინიციატივის ” ფარგლებში ტარდება. პროექტი მაღალმთიან და რთულად მისასვლელ რეგიონებში მომუშავე ექიმებისთვის ხორციელდება, რომ ამ დარგში მათი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები  გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს.

თქვენი საჩუქარი მოტივაციას მმატებს, რომ ტკივილის შემსუბუქების სფეროში ჩემო ძალისხმევა გავაათმაგო.

კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი მადლიერების სიტყვები და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ 2013 წელს, თქვენ და მთლიანად ტ.მ.ი და მის ფონდს.


კეთილი სურვილებით ნანული (ნანა) ნინაშვილი (სტუ. დოქტ,)
ასისტენტ პროფესორი

საზ. ჯანდაცვის ფაკულტეტი

თ.ს.ს.უ

თბილისი, საქართველო




Share :