საქართველოს სამეფო სახლი წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს გამარჯვებას ულოცავს




ესპანეთის კურორტ ლორე დე მარში 3-დან 8 მაისის ჩათვლით საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი “მზე და ზღვა” ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობდნენ წეროვანის დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისგან შემდგარი ანსამბლი “ივერია” და ქართული ხალხური სიმღერების და საკრავების ანსამბლი “მომავალი თაობა”.

ორივე ანსამბლის ესპანეთში გამგზავრება არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა თანადგომის”, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მისი სამეფუ უმაღლესობა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის ხელშწყობით მოხდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ბავშვებისა და მათი მასწავლებლების ესპანეთში ყოფნის ხარჯები თავად დაფარა.

ქართველმა ბავშვებმა ფესტივალზე გაიმარჯვეს და სამშობლოში 5 ჯილდოთი დაბრუნდნენ. საქართველოს სამეფო სახლი ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და მომავალში კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს.

https://www.youtube.com/watch?v=4E7SIuh2AEo





Share :