შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ გიორგაძემ 27 მაისს სამინისტროში ესპანეთში გამართული საერთაშორისო ფესტივალი “ზღვა და მზეს” მონაწილე და გამარჯვებული ბავშვები მიიწვია.

შეხვედრაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიც იყო მიწვეული. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მის სამეფო უმაღლესობას იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერისთვის.

ბავშვების ესპანეთში გამგზავრების და იქ ყოფნის ხარჯები სამეფო სახლმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სრულად დაფარა.

შეხვედრის დასრულებისას დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს ქართველი ბავშვების გამგზავრების საორგანიზაციო ჯგუფისგან მადლობის სიგელი გადაეცა.







Share :