მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი ესპანეთის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებს სადილზე ეწვია.

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი შვილთან და მემკვიდრესთან უფლისწულ გიორგისთან ერთად  ესპანეთის 19 წლამდე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს შეხვდა. გუნდი თბილისში მინი- ტურნირში იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულ შეჯიბრებაში ესპანეთის გარდა მასპინძელი საქართველოს, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებები ასპარეზობდნენ. ტურნირი 25 მაისს დაიწყო და 4 ივნისს დასრულდა. ფინალში ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია.

ესპანეთის ნაკრებმა მისი სამეფო უმაღლესობა დაპატიჟა  და ნაკრების ყველა წევრის ხელმოწერიანი მაისური უსახსოვრა. თავის მხრივ მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გუნდს მადლობა მოუხადა და ტურნირში გამარჯვება მიულოცა.


https://www.youtube.com/watch?v=-3KN9UlZl3I#t=126





Share :