სამეფო სახლის მემკვიდრესა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა



საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი პარლამენტის შენობაში მის სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს მასპინძლობდნენ. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილებოდა, მათ შორის: ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ჩვენი თანამემამულეები და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების პრობლემები, მათთან სამომავლო ურთიერთობები, სამეფო სახლის სამომავლო გეგმები, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა. საქართველოს პოპულარიზაცია, უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა ეროვნული თვითმყოფადობისა და ენის შენარჩეუნების საკითხში. ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც პარლამენტის კომიტეტი, სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სამეფო სახლი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა აღინიშნა, რომ ევროპაში მოქმედ სამეფო ოჯახებს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფუნქცია აკისრია ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და ზოგადად, მომავალ თაობასთან ერთად სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაში. შესაბამისად ჩვენ და სამეფო სახლმაც ეს მიმართულება ავირჩიეთ და თანამშრომლობის პირველ ეტაპზე მხარს დავუჭერთ ახალგაზრდების მიერ ინიციირებულ პროექტებს.საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც უკვე განხორციელების სტადიაშია. კერძოდ განიხილებოდა “იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ჩართულობისა და განათლების” პროექტი, რომელიც დიასპორის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს სამეფო სახლის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა წარმომადგენლებს. სამეფო სახლის დაფინანსებით ი.გ.პ ბავშვები ესპანეთში, საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრნენ. ორგამიზაცია  “ქალთა თანადგომამ” სტუმრებს დაგეგმილი საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. შეხვედრის მონაწილეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საპარალმენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭკუასელმა სამეფო სახლს სრული მხარდაჭერა აღუქვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


http://goo.gl/Mi7l4f




Share :