სამეფო ვიზიტი ესპანეთის სამეფოს სენატში

16 ივნისს  ესპანეთში ვიზიტად მყოფი მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი, სამეფო სახლის მეთაური, ესპანეთის სამეფოს სენატს ეწვია. მისი მასპინძლები გახლდნენ სენატის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ლუკას ხიმენეს ხუან ხოსე და ლა როხას რეგიონის სენატორი, ქალბატონი ფრანსისკა კოლომა მენდიოლა ოლარტე.

შეხვედრაზე ოთხი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა:

  1. ორი იბერიის ურთიერთობა- საქართველო და ესპანეთი, საქართველოს ევროპული არჩევანი

  2. ქართული დიასპორა - მისი თანადგომა, ესპნეთში დაბადებული ახალი თაობა, ქართული ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება

  3. ესპანეთის ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების მშენებლობის საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა

  4. წყალდიდობა თბილისში - დაზარალებული ოჯახებისა და ერთეული პიროევნებების დახმარება, დედაქალაქის დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა შედგა საკანონმდებლო და არა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რამდენიმე ინიციატივა უკვე შესრულების პროცესში გადავიდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი სამეფო უმაღლესობის პირადი დამსახურებით ესპანეთის ვიზიტის ფარგლებში 10000 ლარის შემოწირულობა შეგროვდა. აღნიშნული თანხა რამდენიმე დღეში შესაბამის ანგარიშებზე გადაირიცხება.

შეხვედრის დასასრულს ლა როხას რეგიონის სენატორს, ქალბატონ ფრანსისკა კოლომა მენდიოლა ოლარტეს საქართველოს სამეფო გვირგვინის ორდენი გადაეცა.


https://www.youtube.com/watch?v=u52IL0wCHJg&feature=youtu.behttp://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/336900-saqarthvelos-samefo-sakhlis-methauri-espaneths-vizitith-estumra.html




Share :