საქართველოს სამეფო არწივის ორდენის ახალი ჰერადლიკური გამოცემის პრეზენტაცია მადრიდში

წარჩინებულ დონ კარლო დე ხერედა დე ბორბონს, ალმაზანის მარკიზს, იერუსალიმის, ნაზარეთისა და ბეთლემის წმ.ლაზარეს სახელობის სამხედრო და საეკლესიო ორდენების მაგისტრს, ახლად გამოცემული საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის ჰერალდიკური კრებულის ეგზემპლარი გადაეცა. გამოცემამ მაღალი შეფასება დაიმსახურა ესპანეთისა და სხვა ქვეყნების ჰერალდიკის ექსპერტებისგან. გადაცემის ცერემონიას უძღვებოდა წარჩინებული დონ ალფრედო ესკუდერო დიაზ-მარდონერო, სან-ხორხეს ჰერცოგი, საქართველოს სამეფო სახლის მთავარი კანცლერი და ორდენის რექტორი ესპანეთში. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ: წარჩინებული დონ კლაუდიო შაკე რამონი, ფერისის ჰერცოგი და წარჩინებული დონ ფერნანდო მარტინეზ ლარანიაგა, აგილას გრაფი და საქართველოს სამეფო არწივის ორდენის კავალერი.

დამსწრე საზოგადოებამ დიდი ყურადღებით მოისმინა ლექცია ჰერალდიკაზე, რომელსაც წარჩინებული დონ ალფონსო სებალიოს-ესკალერა ხილა, აიალას ვიკონტი და ფლორესტას მარკიზი, კასტილიისა და ლეონის ჰერალდიკის მემატიანე უძღვებოდა.

წმ. ლაზარეს ორდენი არის საერთაშორისო ეკომენური, ქრისტიანული ორდენი, რომელიც ემსახურება მსოფლიოში ტანჯვის შემსუბუქების მისიას, განსაკუთრებით კი ჰენსონის დაავადების აღმოფხვრას. ორდენის წარმოშობა  ჯვაროსნებს უკავშირდება.

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პატივცემული ადამიანები, მათ შორის: წარჩინებული დონ ხოსე მარია დე მონტელს  ხალანი, გამოცემის თანაავტორი; დონ რაფაელ პორტელი; დონ ლუის ვალერო და ბარნაბი, კასა რეალის მარკიზი; დონ კარლოს ნავარო გაზაპო; დონ ემილიო მორა და სამეფო სახლის კიდევ ბევრი მეგობარი. "ყველას მინდა მადლობაგადაუხადო მობრძანებისთვის და მეგობრობისთვის. უამრავმა ადამიანმა მომმართა დასწრების თხოვნით, თუმცა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მათი თხოვნა ვერ შევასრულე.

გამოცემის შეძენით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მომმართოთ პირადად  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: jmboluda@juanboluda.com ერთეული ფასი 100 ევროს შეადგენს. წიგნი გამოცემულია სამ ენაზე, არის მაგარყდიანი, შესრულებულია მაღალი ხარისხის პოლიგრაფიულ ქაღალდზე და შეიცავს 516 გვერდს."




Share :