დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი გულითად მადლიერებას გამოხატავს 2015 წელს საქველმოქმედო საქმიანობაში გაწეული დახმარებისთვის

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, სუვერენული მეთაური და ყველა სამეფო ორდენის მემკვიდრეობითი დიდი მაგისტრი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ის გულითად და გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს ყველა დიდგვაროვანის, კავალერის, მანდილოსანის და სამეფო სახლის მრავალი მხარდამჭერის მიმართ, ვისაც დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის საქველმოქმედო და სოციალურ საქმიანობაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
სამეფო ორდენების წევრბმა 2015 წელს ჯამში 62,000 ლარი გაიღეს. ეს თანხა სხვადასხვა გადაუდებელ დახმარებასა და საქველმოქმედო საქმეს მოხმარდა. მისი სამეფო უმაღლესობა მოუწოდებს საკუთარ მხარდამჭერებს, რომ გააგრძელონ დახმარება და გვერდში დგომა სამეფო სახლის მიერ წამოწყებულ სხვადასხვა პროექტში. ის აგრეთვე უდიდეს მადლობას უხდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ხალხს, რომლებმაც უდიდესი სითბო და სიკეთე გამოიჩინეს თბილისში და მის შემოგარენში წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის დროს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/360833-saqarthvelos-samefo-sakhli-tslis-ganmavlobashi-gatseuli-saqmianobis-shesakheb-informacias-avrcelebs.html

http://www.newspress.ge/sazogadoeba/77832-batonishvili-davith-bagration-mukhranbatoni-saqvelmoqmedo-saqmianobashi-gamochenili-thanadgomisthvis-mkhardamtcerebs-madlobas-ukhdis.html




Share :