მისი სამეფო უმაღლესობის სამეფო სახლის ყოფილი მეთაურის უფლისწული გიორგის მოსახსენიებელი პანაშვიდი

საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქ მცხეთაში მისი სამეფო უმაღლესობის, უფლისწული გიორგი ბატონიშვილი ბაგრატიონ-მუხრანელის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ამჟამინდელი სამეფო სახლის მეთაურის მამა, 2008 წლის 16 იანვარს აღესრულა და სვეტიცხოვლის ბაგრატიონთა საგვარეულო პანთეონში იქნა დაკრძალული. ის გახლდათ მისი სამეფო უმაღლესობის უფლისწული ირაკლისა და მეფის ასული მარია-ანტუანეტ ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟი. უფლისწულ გიორგის უდიდესი სითბოთი და პატივისცემით მოიხსენიებს უამრავი ქართველი, რომლებიც ყოველ წელს იკრიბებიან ტაძარში მისი ცხოვრების მოსაგონებლად.

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული გიორგი სამეფო სახლის მეთაური ქალაქ მადრიდში, 1977 წლის 30 ოქტომბერს, მამის გარდაცვალების შემდგომ გახდა. ყველასგან პატივცემული უფლისწული გიორგი 1991 წელს საქართველოს პარლამენტმა სამეფო სახლის მეთაურად აღიარა, მიუხედავად ბაგრატიონთა დინასტიის სხვა განშტოებების პრეტენზიებისა. ის ასევე გახლდათ საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი მაგისტრი.




Share :