დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი პორტუგალიის ქალაქ ბრაგას ეწვია

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბრაგას მერმა  ქალაქის ისტორიულ რატუშაში მიიღო. ბატონი რიკარდო ბრუნო ანტუნიეშ მაშადო რიო პორტუგალიელი ეკონომისტი და პოლიტიკოსია, რომელიც ამჟამად ქალაქ ბრაგას ხელმძღვანელ პოსტს იკავებს. თავის მხრივ ბრაგა პორტუგალიაში სიდიდით მესამე ქალაქია და მსოფლიოში ერთერთი უძველესია.

მის სამეფო აღმატებულებას თან ახლდა საქართველოს სამეფო სახლის დელეგაცია მთავარი კანცლერის, სან-ხორხეს ჰერცოგის, წარჩინებული დონ ალფრედო ესკუდერო დიას-მარდონიეროს ხელმძღვანელობით. მისი სამეფო უმაღლესობა მე-15 საუკუნის ბრაგას ულამაზესი რუკით დასაჩუქრდა. ბატონმა მერმა, როგორც ნამდვილმა მასპინძელმა განაცხადა, რომ მისი ქალაქის კარი მუდამ ღიაა უფლისწული დავითისთვის.
ქალაქი მდებარეობს ბრაგას მუნიციპალიტეტში, ჩრდილოეთ-დასავლეთ პორტუგალიაში და არის ბრაგას ოლქის ცენტრი. ბრაგა არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქალაქი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოსახლეობის მიხედვით (175,063) ბრაგა (შემოგარენის ჩათვლით) არის მეშვიდე მუნიციპალიტეტი პორტუგალიაში. ბრაგას შემადგენლობაში შედის 37 "საწმყსო".

ბრაგაში ასევე განთავსებული პორტუგალიის რომაული ეკლესიის უძველესი ეპარქია. რომაული იმპერიის ხანებში ქალაქს “ბრაკარა აუგუსტა” ერქვა და გალისიის პროვიციის ცენტრში მდებარეობდა.

დღესდროით  ბრაგა შიდა პორტუგალიის უმნიშვნელოვანესი ცენტრია.




Share :