საქართველოს და პორტუგალიის სამეფო სახლებმა რეგალიები გაცვალეს



პორტუგალიაში ვიზიტად მყოფი მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური და ისტორიული ტახტის მემკვიდრე, მისმა სამეფო უმაღლესობამ, დომ დუარტე პიომ, ბრაგანცას ჰერცოგმა, პორტუგალიის სამეფო სახლის მეთაურმა და მემკვიდრემ მეფური ბრწყინვალებით მიიღო. ბანკეტი უფალი იესოს სახელობის დიდებულ კოლონადაში, ბრაგაში გაიმართა. მასზე 500-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული.

ორივე სამეფო სახლის მეთაურს ახლდნენ კანცლერები, რომლებიც ქართულ და პორტუგალიურ დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ. ამ დაუვიწყარი ვიზიტისას დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი და სამეფო დელეგაცია აღფრთოვანებულნი დარჩნენ პორტუგალიური მასპინძლობითა და ამ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებით.

ამ ისტორიული ვიზიტის აღსანიშნავად სამეფო სახლების მეთაურებმა რეგალიები გაცვალეს. საკუთარი მადლიერების და უდიდესი პატივისცემის გამოსახატად დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა დომ დუარტე პიო საქართველოს სამეფო სახლის უმაღლესი ჯილდოთი, საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენით დააჯილდოვა. მან ასევე პირადი კოლექციიდან მეცხრამეტე საუკუნის ხატი უსახსოვრა ჰერცოგს.

რეგალიების ურთიერთგაცვლა კიდევ ერთხელ ცხადყოფს სამეფო სახლების მრავალწლიან მეგობრობას.




Share :