მის უდიდებულესობას გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II ს გადაეცა საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს უკერველი კვართის სამეფო ორდენი

ოთხშაბათი, 8 მარტი, 2017
ლონდონი, კენსინგტონის სასახლე

მის უდიდებულესობას, გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს გადაეცა საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს უკერველი კვართის სამეფო ორდენი

მათმა სამეფო უმაღლესობამ, გლაუსესტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთ რეზიდენციაში, კენსინგტონის სასახლეში საზეიმო ვითარებაში უმასპინძლეს მის სამეფო უმაღლესობას, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს, ბატონიშვილ დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს. ღონისძიებაზე მ.ს.უ. ბატონიშვილმა დავითმა მ.ს.უ. პრინც რიჩარს, გლაუსესტერის ჰერცოგს, რომელსაც პატივი ჰქონდა ყოფილიყო მისი ბრიტანული უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის წარმომადგენელი, გადაეცა გაერთიანებული სამეფოს მონარქისადმი განკუთვნილი საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს უკერველი კვართის სამეფო ორდენის დიდი ყელსაბამი.

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის სურვილი იყო, რომ საქართველოს ეს უმაღლესი სამეფო გვირგვინი გადასცემოდა მის უდიდებულესობას, დედოფალ ელისაბედს, დაბადებიდან 90-ე იუბილეს აღსანიშნავად, 2016 წლის 11 ივნისს. ბატონიშვილ დავითის ეს სურვილი სიხარულით მიიღო ბრიტანეთის მონარქმა.

გადაწყდა, რომ ამ საზეიმო შემთხვევისათვის საუკეთესო პერიოდი იქნებოდა მ.ს.უ. ბატონიშვილ დავითის სამეფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. 

მ.უ. გაერთიანებული სამეფოს დედოფლის მიერ საქართველოს სამეფო ორდენის მიღება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული ბრწყინვალე ურთიერთობის შესანიშნავ გაგრძელებას.

ჩვეულებრივ, საქართველოს სამეფო ორდენის დიდი ყელსაბამის რაინდობა/მანდილოსნობა უმაღლესი გრადაციაა საქართველოს სამეფო ორდენებში და იგი გადაეცემათ მმართველ მონარქებს, სახელმწიფოთა მეთაურებს, ეკლესიათა წინამძღოლებს და სამეფო სახლების მეთაურებს.

აღსანიშნავია, რომ მ.ს.უ. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს მეგზურობას უწევდა მისი ღირსება, ლორდი ლინგფილდი, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის სპეციალური წარმომადგენელია გაერთიანებულ სამეფოში, ასევე სან ხორხეს ჰერცოგი და საქართველოს სამეფო სახლის დიდი კანცლერი და ჯორჯოს ბარონი, საქართველოს სამეფო სახლის რეფერენდარიუსი.

საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა და გლაუსესტერის ჰერცოგმა განიხილეს ორ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით სსრკ დაშლის შემდეგ. მათ ისაუბრეს იმ ჰუმანიტარულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ახორციელებს ბატონიშვილ ირაკლის სახელობის ფონდი და წმ. იოანე იერუსალიმელის სახელობის დიდად პატივცემული ორდენი, რომლის დიდი პერი ბრძანდება გლაუსესტერის ჰერცოგი.

მ.ს.უ. ბატონიშვილმა დავითმა თხოვა გლაუსესტერის ჰერცოგს, რათა საქართველოს სამეფო სახლისა და პირადად მისი სახელით პატივისცემით სავსე, გულწრფელი და თბილი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები, ასევე უღრმესი მადლობა გულითადი მასპინძლობისათვის გადაეცა მის უდიდებულესობა ელისაბედ მეორისათვის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლისათვის.




Share :