კონსტანტინოპოლის პატრიარქის ორდენით დაჯილდოება საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მიერ

2011 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სტამბულში, მისი უწმინდესობის, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის ბართლომე I–ის საეპისკოპოსო ტახტზე ხელდასხმის ოცწლიანი იუბილეს აღსანიშნავად მისი სამეფო უმაღლესობა საქართველოს სამეფო ტახტის მეთაური, ბ-ი დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი, საქართველოს არწივის ორდენის წევრთა დელეგაციასთან ერთად, რომელიც როგორც საქართველოდან ასევე ესპანეთიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და შვეციიდან იყო ჩამოსული, დაესწრნენ ხელდასხმის რელიგიურ ცერემონიალს, რომელზეც ასევე იმყოფებოდა თურქეთში ამავე ორდენის ხელმძღვანელი, მისი სამეფო აღმატებულება, პრინცესა ნილუფერი. 
მასში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ქართული მართლამდიდებლური ეკლესიის მეთაური, უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მისი უწმინდესობა, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ირინეი I და სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნების საეპისკოპოსო წარმომადგენლები. 
წირვის დასრულების შემდეგ მისმა სამეფო უმაღლესობამ, ბ-მა დავით ბაგრატიონ მუხრანბატონმა მის უწმინდესობას მსოფლიო ეკუმენურ პატრიარქს ბართლომეს გადასცა საქართველოს არწივის ორდენის დიდი გულსაკიდი.




Share :