მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი მისი სამეფო უდიდებულესობის მეფე ფელიპე მეექვსეს მეფედ გამოცხადების ცერემონიალზე მიიწვიეს

მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი მიწვეულია მეფე ფელიპე მეექვსეს ესპანეთის მეფედ გამოცხადების ცერემონიაზე. შეგახსენებთ, მეფე ფელიპეს მამა, მეფე ხუან- კარლოს პირველი ტახტიდან გადადგა. მეფე ხუან- კარლოს პირველს უდიდესი როლი აქვს შესრულებული დღევანდელი ესპანეთის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. გამოცხადების ცერემონია, რომელიც მეფე ფელიპე მეექვსეს მიერ ესპანეთის კონსტიტუციაზე დაფიცებას მოიცავდა, დეპუტატთა კონგრესში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, კანონმდებლები და სპეციალურად დაპატიჟებული სხვა სტუმრები.

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ცხოვრების გარკვეული პერიოდი ესპანეთში გაატარა. მან უდიდესი სითბოთი და ღრმა პატიცისცემით მოიხსენია ყოფილი მეფე ხუან-კარლოს პირველი და აღნიშნა მისი დიდსულოვნება, როდესაც მან საქართველოს სამეფო ოჯახი შეიფარა ბაგრატონთა სამშობლოში დავბრუნებამდე.

ასევე დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გულწრფელად მიულოცა ახლად გამოცხადებულ ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსესა და დედოფალ ლეტიციას, უსურვა ხანგრძლივი და მშვიდობიანი მეფობა და უფალს შესთხოვა სამეფო წყვილის შეწევნა ამ რთულ და მძიმე ეკონომიურ პერიოდში.




Share :