ბაგრატიონთა სამეფო სახლი
ბაგრატიონთა სამეფო სახლს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულიმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიის ჩამოყალიბებაში. ამ
საგვარეულო სახლის წარმომადგენელნი დიდ ძალისხმევას იჩენდნენ
ქართული ეკლესიის განმკიცებაში რაც მუდამ მათ მთავარ მიზანს
წარმოადგენდა.
დასაბამიდან პატრიარქები და მეფენი ჰარმონიულ თანაარსებობაში
იმყოფებოდნენ. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მრავალი მმართველი
აკურთხა მეფედ, მათ შორის იყვნენ დავით IV, თამარ მეფე, დემეტრე II
და ლუარსაბ II.
არაერთი თაობა აღიზარდა მათი სულიერი ცხოვრებისა და სათნო
საქმეების მაგალითზე. ბაგრატიონები მარტო სამეფო ტიტულს არ
ატარებდნენ. მრავალი მათგანი გამორჩეული სასულიერო პირი და
პატრიარქი გახლდათ.
ბაგრატიონთა ეკლესიამ კატოლიკოს-პატრიარქად აკურთხა. ესენი
იყვნენ: უწმ. უნეტ. დავით II (1426-1428), უწმ. უნეტ. დავით V (1466-
1479), უწმ.უნეტ. მელქისედეკ II (1528-1552), უწმ.უნეტ. ნიკოლოზ VII
(1584-1589), უწმ.უნეტ. დომენტი II (1660-1676), უწმ. უნეტ. დომენტი
IV (1705-1741), უწმ. უნეტ. ანტონ I (1744-1788), უწმ. უნეტ. იოსები
(1769-1776) უწმ. უნეტ. ანტონ II
(1788-1811).